ლარი მცირედით გამყარდა

19 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  3.0530 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0613 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.83 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.2930 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.3053 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.23 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2082 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 3.9756 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 20 აპრილიდან  შევა ძალაში.

შემთხვევითი სიახლე

მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის სტატუსის მოპოვების მსურველთა საყურადღებოდ!

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მსურველ პირებს …