ლარი გამყარდა

8 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  3.0749 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0836 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.87 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.3473 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.3577 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.04 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.2085 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 4.0124 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 9 აპრილიდან  შევა ძალაში.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …