თბილისი (BPI) – სებ-ის პრეზიდენტი კურსის მოკლევადიანი რყევის შედეგებზე არასწორი მოლოდინების შექმნის შესახებ განმარტებას აკეთებს.
„სებ-ს გააჩნია ბერკეტები და არ დაუშვებს ფასების ზრდას“, – კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ სამწუხაროდ არასწორი ანალიზი კეთდება. ფასების ზრდის მოლოდინზე. ინფლაციის კურსთან კავშირზე განმარტა, რომ გაცვლითი კურსი არის ერთ-ერთი ფაქტორი და არა განმსაზღვრელი.
მან მოიხმო 2007-2008 წლების სტატისტიკა და სხვებსაც ურჩია გადახედონ. იმ დროისთვის ინფლაცია ყველაზე მაღალი იყო 12%-ზე მეტი, ლარი კი ყველაზე მყარი. 2019 წლის აპრილის წლიური ინფლაცია კი 4.1%-ია
„ანალიზის გაკეთება, რომ ეს ინფლაციის ზრდას გამოიწვევს არ არის სწორი”, – აცხადებს სებ-ის პრეზიდენტი
„რატომ ქმნის გაცვლითი კურსი პრობლემას“ , იმიტომ რომ დოლარიზაცია მაღალია. ამერიკული დოლარი ბოლო 5 თვეა მყარდება.
„დაბეჯითებით გთხოვთ წაიკითხოთ ამაზე სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორის, ლაგარდის გამოსვლა – დედოლარაზიცაია საქართველოში არისძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც სწორედ დოლარიზაციის მაღალი დონის გამოარის შექმნილი ის პრობლემები რაც შეიძლება კურსის მერყეობას მოჰყვეს. რაცშეეხება მოკლევადიან მერყეობას ეს როგორც აღვნიშნეთ არის დამახასიათებელიმცურავი გაცვლითი კურსისათვის, მაგრამ ამის გარეშე შეუძლებელი იქნება, რომის სხვადასხვა შოკები, რომელიც შეიძლება იყოს სხვადასხვა დროს მცირე ზომისღია ეკონომიკისათვის, რომ შთანთქოს