ლარის კურსი და საბანკო რეგულაციების შედეგები

თბილისი (BPI) – ეროვნული ვალუტის კურსი და მისი გავლენა ბიზნესზე,წუხილი ლარის ცვალებადობაზე, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრესრელიზში პირველად მოხვდა. როგორია ეროვნული ბანკის პროგნოზი ლართან დაკავშირებით და როგორ აფასებს ქვეყნის ცენტრალური ბანკი საბანკო რეგულაციების ამოქმედებიდან 9 თვის შედეგებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაბიზნესპარტნიორშისტუმრობისას განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის  მესიჯია, რომ ლარის დღევანდელი კურსის დონე არ მოსწონს, რადგან ის ინფლაციაზე პრობლემას ქმნის. შესაბამისად, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას გააგრძელებს, ვიდრე ინფლაციაზე რისკები არ მოიხსნება, რაც ეროვნული ვალუტის კურსზეც აისახება.

მისი განმარტებით,  ლარი იმაზე მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე ამას საგარეო მაკროეკონომიკრუი ფაქტორები განაპირობებს.მესტვირიშვილის განცხადებით, ექსპორტი იზრდება 12 პროცენტზე მეტით, იმპორტი 4.4-ით არის შემცირებული პირველი რვა თვის განმავლობაში. ამ მხრივ სავალუტო ბაზარზე დადებითი ტენდენციაა.

ფულადი გზავნილები დახლოებით რვა პროცენტით იზრდება. თუმცა, ტურიზმის სტატისტიკა გამოვაქვეყნეთ რამდენიმე დღის წინ და ივლისში შემცირება იყო 13 პროცენტი, აგვისტოში – 10 პროცენტი. ჯამურად მთელი წლის განმავლობაში ზრდა იყო ნულთან ახლოს. ეს არის ერთერთი ფაქტორი, რომელმაც ლარის კურსზე გავლენა მოახდინა. თუმცა, ჩვენ სრული სურათი ჯერჯერობით არ გვაქვს. როდესაც გვექნება საგადამხდელო ბალანსი, ეს მოგვცემს მთლიან სურათს, მაგრამ შეგვიძლია, გარკვეული შეფასებით ვთქვათ, რომ დღევანდელი კურსი უფრო მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე საგარეო შოკი ამას მოასწავებდა“, – განმარტა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

არჩილ მესტვირიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ბანკის მთავარი მანდატი ფასების სტაბილურობაა, რაც ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდის აუცილებელი ფაქტორია. ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდა კი ინფლაციის საშუალოვადიან დინამიკაზეა დამოკიდებული, რაც ლარის კურსის გამო, დღეის მდგომარეობით, არ არის სასურველ დონეზე, ამიტომ ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას გააგრძელებს.

ეკონომიკის გრძელვადიანი ზრდისთვის მთავარია ინფლაციის საშუალოვადიანი დინამიკა და კურსის არსებული დინამიკა ინფლაციაზე უარყოფით გავლენას ახდენს. უკვე დავიწყეთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, ეს ჩვენი ძირითადი ინსტრუმენტია [რეფინანსირების განაკვეთის აწევა] და გავაგრძელებთ ნაბიჯნაბიჯ. იძულებული ვართ, გავამკაცროთ მონეტარული პოლიტიკა. ეს, რა თქმა უნდა, გაცვლით კურსზე გავლენას იქონიებს, რადგან გაცვლითი კურსი არის ერთერთი გადაცემის არხი, – განცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი  ლარის კურსის პროგნოზირებისგან თავს იკავებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გაგრძელდება, ვიდრე ინფლაციაზე რისკები არ მოიხსნება. მესტვირიშვილის ინფორმაციით,ზოგადად, მცურავი გაცვლითი კურსის პროგნოზირება არ ხდება. ამას ზოგიერთი ექსპერტი შეიძლება, აკეთებდეს, მაგრამ არც ერთი ცენტრალური ბანკი არ აკეთებს.

ჩვენი მესიჯია, რომ დღევანდელი კურსის დონე არ მოგვწონს. ეს ინფლაციაზე პრობლემას გვიქმნის. შესაბამისად, ჩვენ გავამკაცრებთ მონეტარულ პოლიტიკას, რომ კურსიდან ინფლაციაზე გადაცემა მოიხსნას. ხშირად ეროვნული ბანკი ვსაუბრობთ სხვა კურსზენომინალურ ეფექტურ კურსზე, რომელიც ჩვენი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებთან საშუალო შეწონილი კურსიაბიზნესი ან მოსახლეობა კი ლარიდოლარის კურსზე საუბრობს. რა თქმა უნდა, ლარიდოლარის კურსი დამოკიდებულია იმაზე, თავად დოლარის კურსს რა მოუვა და საით წავა. ასე რომ, პროგნოზს ვერ ვიტყვით, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ გამკაცრებას, სანამ ინფლაციაზე რისკები არ მოიხსნება“, – განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

მისი განმარტებით, ეროვნული ვალუტის გაუფასურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რუსეთის მხრიდან შესაძლო სავაჭრო ემბარგოს მოლოდინი იყო, რასაც გარკვეული საფუძველი ნამდვილად ჰქონდა. მესტვირიშვილის აზრით, აღნიშნულ მოლოდინს დაემატა სრულიად უსაფუძვლო მოლოდინიც, რომ ლარის გაუფასურება ეროვნული ბანკის ინტერესში შედის. ამ ვარაუდის გასაბათილებლად, ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის უცხოური სავალუტო რეზერვიდან სავალუტო ბაზარზე 30 მილიონი დოლარი დახარჯა.

რაც შეეხება ინტერვენციებს. დღეს ჩვენი სავალუტო რეზერვი ისტორიულად ერთერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე გვაქვს. რამდენიმე თვის წინ ვამბობდით, რომ ის სავალუტო ფონდის მიერ დადგენილ მინიმალურ მეტრიკას ჩამოსცდებოდა, მაგრამ ახლა მეტი გვაქვს. ამის გამოყენებას თავის დადებითი მხარეც აქვს და ნაკლიც. ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რატომაც ბოლოს რეზერვები გამოვიყენეთ, ის იყო, რომ არსებულ მოლოდინებს დაემატა ის მოლოდინიც, რომ ლარის კურსის გაუფასურება ეროვნული ბანკის ინტერესშია, რაც რა თქმა უნდა, ასე არ არის. ამის საპირწონედ გამოვიყენეთ რეზერვები. როდესაც არის ერთჯერადი ტრანზაქციები, რეზერვებს ამის გასანეიტრალებლად ვიყენებთ. მაშინაც იყო მცირე, მაგრამ გარკვეული ერთჯერადი ტრანზაქცია, თუმცა ძირითადი მაინც იყო პასუხის გაცემა მოლოდინზე, რომ რეზერვი გვაქვს და როცა საჭირო იქნება გამოვიყენებთ“, – განმარტა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

ეროვნული ბანკი ვიცე–პრეზიდენტი ქართულ ბიზნესზე ეროვნული ვალუტის კურსის გავლენის საკითხზეც საუბრობს, რასაც კერძო სექტორი დღეის მდგომარეობით ნომერ პირველ პრობლემად ასახელებს და ინფლაციაზეც უარყოფით გავლენას ახდენს. სწორედ ინფლაციაზე ზეწოლის მოხსნის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და ამ პოლიტიკის გაგრძელებას აპირებს, ვიდრე ინფლაციაზე რისკი არ მოიხსნება.

მესტვირიშვილის ინფორმაციით, ლარში იპოთეკური სესხი უკეთესია, ნაკლებ რისკიანია და საბოლოო ჯამში ნაკლები ხარჯი აქვს. სწორედ ეს არის ეროვნული ბანკის სესხების ლარიზაციის პოლიტიკის მიზეზი.

მესტვირიშვილი მოსახლეობას ურჩევს, სესხი ლარში აიღონ.

რა თქმა უნდა, ვისაც უცხოურ ვალუტაში ჰქონდა სესხი აღებული, სესხი უფრო გაუძვირდა, ვიდრე ლარში აღებული სესხები. გაძვირების მასშტაბი ძალიან განსხვავებულია. ამიტომაც ვამბობთ, რომ უკეთესია, ნაკლებ რისკიანია და საბოლოო ჯამში ნაკლებდანახარჯიანია იპოთეკური სესხი ლარით, ვიდრე უცხოური ვალუტით. აქედან მოდის ლარიზაციის პოლიტიკის ძირითადი მიზეზი. რაც შეეხება რეფინანსირების პროცენტის აწევის გავლენას იპოთეკურ სესხზე, ეს სესხი არის გრძელვადიანი, 5-10-წლიანი და მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთი იყოს დაბალი. თუ ეროვნული ბანკი თავის დროზე აწევს ან შეამცირებს საპროცენტო განაკვეთს, მთლიანობაში 5 და 10 წლის განმავლობაში გადახდილი სესხის პროცენტი უფრო ნაკლები იქნება. არსებობს ცვალებადი საპროცენტო განაკვეთიანი სესხები, რომელზეც ჩვენი პოლიტიკის ცვლილება მოქმედებს და არსებობს ფიქსირებული განაკვეთის სესხები, რომელიც დაახლოებით 2-3 პროცენტული პუნქტით უფრო მაღალია, ვიდრე ცვალებადი განაკვეთის სესხები. ცვალებადი განაკვეთს სესხებს ცვლილება შეეხება, მაგრამ საბოლოო ჯამში უფრო იაფი იქნება, ვიდრე უცხოურ ვალუტაში, – აღნიშნავს მესტვირიშვილი.

მისი განმარტებით, ეროვნული ბანკი საბანკო რეგულაციების გადახედვაზე მუშაობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის შერბილდება ან პრინციპები შეიცვლება. თუმცა, მოსალოდნელია, რომ საბანკო რეგულაციები უფრო მოქნილი გახდეს.

„რაც შეეხება რეგულაციებს, ეს ცოცხალი დოკუმენტია და მუდმივად ხდება შეფასება, თუ რამდენად კარგად მუშაობს და ხომ არ სჭირდება გადახედვა. რაც შეეხება გადახედვის პრინციპებს, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრინციპები შეიცვლება. ჩვენ საუბარი გვაქვს გამარტივებაზე და არა შერბილებაზე. კერძო სექტორიდან გვაქვს ინფორმაცია, თუ როგორ მუშაობს ეს რეგულაციები პრაქტიკაში. ასევე, ჩვენს ვებგვერდზე ამ რეგულაციებს მოჰყვება რამდენიმეგვერდიანი კითხვაპასუხი, რადგან კონკრეტული მუხლების მიმართ გარკვეული კითხვები გაჩნდა. ამიტომ ჩვენი რეგულაციების განახლების შემდეგი რაუნდი იქნება ამ კითხვების პრინციპების დონეზე გადმოტანა დოკუმენტში. დოკუმენტი, რომელიც წესებზე იყო დაფუძნებული, გვინდა, პრინციპებზე დაფუძნებულ დოკუმენტად გარდავქმნათ. ჯამურად ეს გამარტივების მიმართულებაა, მაგრამ ამას შერბილებას ნუ დავარქმევთ. შეიძლება, რაღაც მომენტში შერბილდეს, რაღაც მომენტში გამკაცრდეს, მაგრამ მთლიანობაში ეს გამარტივდება, უფრო მოქნილი გახდება და ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ამ რეგულირების პირობებში მეტი ლავირების საშუალება მიეცემათ“, – განმარტა არჩილ მესტვირიშვილმა.

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …