ლაგარდი: საქართველოში ბიზნესის დარეგისტრირებას წამები სჭირდება

თბილისი (BPI) – “საქართველოს შესანიშნავი შედეგები აქვს კორუფციის დამარცხებაში. რეკორდის მიღწევას 2 რამ სჭირდება. ბიზნესი წამებში რეგისტრირდება ეს მსოფლიოში ბევრ სხვა ქვეყანას არ გააჩნია. ლიკვიდაციას რამდენი სჭირდება?, რამდენი დღე, თვე, წელი,… უსასრულობა, – სსფ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სტუდენტებთან შეხვედრაზე კერძო სექტორის შესაძლებლობების გაზრდის საჭიროებაზე განაცხდა. აღნიშნა, რესტორატორი შვილის წარმატებებზე და ასეთი კადრების სიმრავლეზე საქართველოში

“ადამიანი თავის მომავალს თვითონ ქმნის, ბედი არ განაპირობებს მის ცხოვრებას”, – ილია ჭავჭავაძის თარგმანში ციტირებისთვის ბოდიში მოიხადა (გამოსვლაც ბოდიშით დაიწყო, 10 წთ-ის დაგვიანებისთვის) და განაცხადა, რომ ერთობით ბევრის მიღწევაა შესაძლებლობელი.

რა უნდა გაკეთდეს ინკლუზიური ზრდისთვის – საჭიროა ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა და პროდუქტიულობის გაზრდა. მშპ-ის 5.2%-ზრდით, ევროპასთან დაახლოებას 10 წ დასჭირდება, შესაბამისად პროცესიუნდა დაჩქარდეს, რისთვისაც ეკონომიკის ახალი ინგრედიენტებია საჭირო: 1) – ინფრასტრუქტურა. 2)- ტვინებს შორის კავშირები, 3) კარგი მმართველობა, ინსტიტუციონალური რეფორმა  მან ინვესტორებისთვის საქართველოს მთავარ გამოწვევაზე განაცხადა – პროფესიული უნარების დეფიციტზე, რასაც  ჩივიან ძირითადად ინვესტორები.

 ¾ -ით შემვირებული დეფიციტი და  6%-ით გაზრდილი  სიცოცხლის საშ. ხანგრძლოვობა კარგი შედეგია, ფისკალური დეფიციტი შეკავებულია, ინფლაცია დაჭერილია, ბონდები კაპიტალიზებული – ლაგარდი ძლიერ ეკონომიკურ პერსპექტივებზე აცხადებს და  4 მთავარ მიმართულებაზე.დაბალანსებული ეკონომიკური ზრდა აღარ არის საკმარისი. ემატება ინკულზიურობა და მდგრადობა – იდეალური პარამეტრები.

ლაგარდიმ ახალგაზრდებისთვის რამდენიმე რჩევით დაიწყო, როგორი უნდა მოიქცნენ თუ უნდათ ყურადღების მიქცევა ფეხზე უნდა ადგნენ და ამომწურავად ისაუბრონ და მოკლედ ილაპარაკონ, თუ სურთ დაფასებულები რომ იყვნენ. “მინდა რომ გამიგონ,  დამინახონ, ამიტომ მოკლედ არ ვისაუბრებ”, – თბილისის სილამაზით და ქართული სუფრის მოხიბლულმა სტუმარმა ქვეყნის ტურისტულ მიმზიდველობაზე განაცხადა. ასევე სსფ–ს მხრიდან ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების მტკიცე მხარდაჭერაზე.

“ეკონომიკა ძლიერი უნდა იყოს რომ კარგ დროსაც გაუძლოს და ცუდსაც.საქართველო ახალ თავს იწყებს  ეკონომიკური აღმავლობის.  ყოველ წელს გიწევთ  ინოვაციები, რაღაცის აღმოჩენა ყურძნის მოსავალი იქნება თუ  ახალი ღვინის ჯიში. მაგრამ ყოველი წლის მოსავალი არ არის კარგი”, – აღნიშნა მან. 

“ხელისუფლების სახელით მინდა გამოვხატო გულწრფელი მადლიერება” – ლაგარდი სებ-ის პრეზიდენტმა წარუდგინა სტუდენტებს. ისაუბრა მის დამსახურებებზე  “ჩემთვის მისი კარიერა არის ჩემი გულის და ყურის სასიხარულო ამბავი”, -კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ლაგარდის ვიზიტი იმის ნიშანია რომ სსფ-ი თანაბარ ყურადღებას აქცევს, როგორც სისტემურ, ისე მცირე ქვეყნებს,მთ შორის საქართველოს.

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …