ევროპის სპა ცენტრების ასოციაციის ყველაზე დიდ და პრესტიჟულ კონკურში „საირმის სპა ცენტრის“ კოვიდის შემდგომმა სარეაბილიტაციო პროგრამამ გაიმარჯვა.
დაჯილდოებას კურორტ საირმეში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.



“საირმე” არის ერთადერთი კურორტი საქართველოში, სადაც 5 სხვადასხვა სამკურნალო თვისების მინერალური სასმელი წყარო და 1 თერმული მინერალური წყალი მოედინება, რითაც მრავალი დაავადების განკურნებაა შესაძლებელი.