კრისტალი კაპიტალს ზრდის მომხმარებელი რომ არ დაკარგოს

თბილისი (BPI) – მ/ო კრისტალმა საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებთან DWM (აშშ) და Incofin/AGRIF (ბელგია) მემორანდუმი გააფორმა,  რომლის თანახმად, კომპანია მიიღებს 10 მილიონი ლარის დამატებით ინვესტიციას კომპანიის კაპიტალში.

ინვესტიციამ ხელი უნდა შეუწყოს შეუწყოს კრისტალის სტრატეგიული გეგმის განხორციელებას, რაც ითვალისწინებს მისოს ფინანსური ჩართულობის  ორგანიზაციად გარდაქმნას და მომსახურების სტანდარტების ამაღლებას მიკრო და მცირე მეწარმეებისთვის.

მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ  დამატებითი 10 მილიონი  გააძლიერებს კომპანიის კაპიტალის ადექვატურობის მაჩვენებელს, რაც საშუალებას მისცემს კრისტალს გააგრძელოს სასესხო პორტფელის ზრდა და მოემსახუროს უფრო მეტ მომხმარებელს.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში – „Energy Week Black Sea 2026“

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო რუმინეთში, ქ. …