“კორუფციის კონტროლის” მიხედვით საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის 45-ე, ხოლო კონტინენტური ევროპის მასშტაბით მე-19 პოზიციაზეა – მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკმა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” (World Governance Indicators) 2020 წლის კვლევის ახალი შედეგები გამოქვეყნა. „გლობალური მმართველობის ინდიკატორებით” ყოველწლიურად 214 ქვეყანა, მათ შორის  მსოფლიო ბანკის 189 წევრი  სახელმწიფო  ისეთი  პარამეტრების მიხედვით  ფასდება, როგორიცაა „კორუფციის კონტროლი”, “ხელისუფლების ეფექტურობა”, “კანონის  უზენაესობა” , “რეგულაციების  ხარისხი” და ა.შ.

1. „კორუფციის კონტროლის” მიხედვით, ზედიზედ მეოთხედ, საქართველო კონტინენტური ევროპის საუკეთესო ოცეულში, „საჯარო მოხელებისა და თანამდებობის პირების კორუფციისგან თავისუფლების” კომპონენტში კი მსოფლიოში მე-20 და ევროპაში-მე-12 ადგილზე გავიდა.

“კორუფციის კონტროლის” მიხედვით საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის 45-ე, ხოლო კონტინენტური ევროპის მასშტაბით მე-19 პოზიციაზეა. კვლევის თანახმად, „კორუფციის კონტროლით” საქართველო უსწრებს ნატოს წევრ 14 და ევროკავშირის წევრ 10 სახელმწიფოს( ჩეხეთი, იტალია, სლოვაკეთი, კვიპროსი, მალტა, ხორვატია, უნგრეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი). ჩამორჩება ევროპის არაკონტინენტური ნაწილის ქვეყნებს (ირლანდია, გაერთიანებული სამეფო და ისლანდია) და რამდენიმე მოწინავე ევროპული ქვეყანას.

ამ აგრეგატში 8-დან 7-მა შემფასებელმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, გამოკვლეული ქვეყნების ან ევროპის საუკეთესო ოცეულეში დაგვასახელა. ერთ-ერთი მათგანია „Economist Intelligence Unit”. EIU-მ მსოფლიოს 180 სახელმწიფო შეისწავლა ისეთი მიმართულებით, როგორიცაა „საჯარო მოხელებისა და თანამდებობის პირების კორუფცია”. გამოკვლეულ ქვეყნებს შორის საქართველო კორუფციისაგან თავისუფლების კომპონენტში მსოფლიოში მე-20, ევროპაში კი – მე-12  ადგილზეა. ორგანიზაციის შეფასებით, საქართველომ  შეფასების 100%-ანი სკალიდან კორუფციისგან თავისუფლების მიხედვით 75%-ი მიიღო.  ეს 1.5-ჯერ მეტია,  ვიდრე ესპანეთის, იტალიის, პორტუგალის, პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, მალტის, ისრაელის, კვიპროსის, სამხრეთ კორეისა და 2-ჯერ მაღალი ვიდრე  ბულგარეთის, რუმინეთის, საბერძნეთის და თურქეთის შეფასება.  ამასთან, საქართველო პოზიციით გაუთანაბრდა მსოფლიოს ისეთ წამყვან სახელმწიფოებს, როგორიცაა, აშშ, იაპონია, საფრანგეთი, ირლანდია, ავსტრია, ბელგია, ისლანდია, სლოვენია, ხორვატია და ა.შ.

ცნობისთვის: საქართველოს მიმდინარე შეფასება (75%) 3-ჯერ აღემატება 2011-2012 წლის შესაბამის მაჩვენებელს.

2 „ხელისუფლების ეფექტურობის” მიხედვით საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის 38-ე ადგილზე გავიდა. კონტინენტური ევროპის ქვეყნების მიხედვით კი მე-19 ადგილით საუკეთესო ოცეულშია და უსწრებს ნატოს წევრ 12 და ევროკავშირის წევრ 8 (იტალიას, პოლონეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს, საბერძნეთს, ხორვატიას, ბულგარეთს და რუმინეთს), ხოლო კავკასიასა და შავიზღვისპირეთში პირველ ადგილზეა.

საქართველოს რეიტინგში ჩამორჩება ევროპის არაკონტინენტური ნაწილის ქვეყნებს(ირლანდია, გაერთიანებული სამეფო, ისლანდია, კვიპროსი, მალტა) და ევროპის რამდენიმე მოწინავე სახელმწიფოს.

2012 წელს გამოქვეყნებული კვლევაში „მთავრობის ეფექტიანობის” მიხედვით საქართველო მსოფლიოში 50-ე ადგილზე იყო.

მსოფლიოს რამდენიმე წამყვანი ორგანიზაციისა და კვლევითი ცენტრის მიერ შეფასებულ ამ კომპონენტშიც განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია Economist Intelligence Unit-ის კვლევა, რომელიც „გლობალური მმართველობის ინდიკატორების” მეთოდოლოგიით გადამუშავდა და მსოფლიოს 180 ქვეყანაში ბიუროკრატია შეფასდა 2 პრინციპით: 1. ბიუროკრატიის ხარისხი/ინსტიტუციონალური ეფექტურობა და 2. ჭარბი ბიუროკრატიისაგან თავისუფლება.

საქართველომ წელსაც ზედიზედ მეოთხედ, შეფასების 100%-იანი სკალიდან 75%-ი მიიღო, რითაც მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის მსოფლიოში 17-ე , ხოლო ევროპაში 12-ე პოზიციაზე გავიდა.

3. „კანონის უზენაესობის” მიხედვით, სადაც მთავრობის მოქმედებების კანონთან შესაბამისობა და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა/პატივისცემა ფასდება, საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 1, ევროკავშირის 2 და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს.

აღნიშნული რეიტინგის მიხედვით, საქართველო „კანონის უზენაესობით” უსწრებს ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას. ამასთან, საქართველო ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ, პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს შორის მეოთხე ადგილზეა.

4. „რეგულაციების ხარისხის” მიხედვით, საქართველო მსოფლო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-19 ადგილზე გავიდა. ამ კომპონენტით ფასდება სახელმწიფოს უნარი შეიმუშავოს და გაატაროს რეფორმები კერძო სექტორის განვითარების მიზნით.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანკის კვლევა – „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები” ათეულობით კვლევითი ცენტრის და საერთაშორისო ორგანიზაციის შემაჯამებელ ანალიზს წარმოადგენს და ყოველწლიურად ქვეყნებს რამდენიმე კომპონენტით აფასებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანკის კვლევა – „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები” ათეულობით კვლევითი ცენტრის და საერთაშორისო ორგანიზაციის შემაჯამებელ ანალიზს წარმოადგენს და ყოველწლიურად ქვეყნებს რამდენიმე კომპონენტით აფასებს.

World Governance Indicators კვლევითი მონაცემები სრულად ეფუძნება სხვადასხვა გლობალურ რეიტინგებსა და შეფასებებს (მათ შორის: აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, Freedom House, Economist Intelligence Unit (EIU), The Gallup Organization, Bertelsmann Transformation Index (BTI), International Fund for Agricultural Development, Varieties of Democracy Project at the University of Gothenberg and University of Notre Dame, IHS Markit, IREX Media Sustainability Index, Open Budget Index, World Justice Project და ა.შ. სულ 33 ). აღნიშნული მონაცემები თავის მხრივ ეყრდნობა კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს.

არსებული გლობალური რეიტინგების აგრეგაციის გზით გლობალური მმართველობის ინდიკატორების მიერ ხდება ახალი ერთიანი მაჩვენებლების მიღება.

იხ. კვლევა: http://info.worldbank.org/governance/wgi/

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …