კორონავირუსთან დაკავშირებით ფინანსური საჭიროების შემთხვევაში WB მზადაა საქართველოს დაეხმაროს

თბილისი (BPI) – კორონავირუსთან დაკავშირებით ფინანსური საჭიროების შემთხვევაში მსოფლიო ბანკი მზადაა საქართველოს დაეხმაროს, – განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.

სებასტიან მოლინეუსი აღიარებს, რომ კორონავირუსი გამოწვევაა გლობალური ეკონომიკისთვის და მას გავლენა ექნება საქართველოზეც.

მისი აღნიშვნით, 12 მლრდ დოლარიდან, რაც მსოფლიო ბანკმა კორონავირუსთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევის მიზნით განვითარებად ქვეყნებს გამოუყო, დაფინანსებას, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოც მიიღებს.

მისი თქმით, საქართველოს მოწინავე რეფორმატორ ქვეყანას უწოდებს, თუმცა ამბობს, რომ ქვეყანა ახლა წარჩინებული მოსწრების ქვეყნადაც იქცეს.

მილენიუსმა რეფორმების შედეგებზე აღნიშნა, მათ შორის საქართველოს პოზიცია (მე-7 ადგილი) ბიზნესის კეთების თვალსაზრისით.

“ეს არ არის ადვილად მისაღწევი. ეს ნიშნავს, რომ რეფორმები თანმიმდევრული იყო. საქართველო მსგავსი შემოსავლების ქვეყტნებს შორის ექვსი ინდიკატორით პირველ ოცეულში შევიდა და ეს გარკვეულწილად ეკონომიკურ ზრდაში გადავა. თქვენ უკმაყოფილება გაქვთ 5%-იან ზრდაზე, მაგრამ ბევრი მსგავსი შემოსავლების მქონე ქვეყანები ამას ნატორბენ“, – აღნიშნა მოლინეუსმა.

 

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ მომხმარებელთა უფლებების შესახებ გურჯაანში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქალაქ გურჯაანში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა გახსნეს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური …