კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 65 ოჯახს ფართები გადაეცემა

თბილისი (BPI) – აღმაშენებლის მე-12 კილომეტრის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული კომპანია, ამ ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლის აშენების შემდეგ, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 65 ოჯახს დააკმაყოფილებს.

„ინტერესთა გამოხატვაში გვყავს გამარჯვებული, რომელმაც 10 177 კვ. მ მიწის ნაკვეთზე უნდა აწარმოოს სამშენებლო სამუშაოები და 65 ოჯახი უნდა დააკმაყოფილოს საცხოვრებელი ფართებით თეთრი კარკასის მდგომარეობაში. ჯამში 4400 კვ. მ ფართი გადაეცემათ დაზარალებულებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული 3000-ზე მეტი ოჯახია რეგისტრირებული, რომელთა რიგითობა, ბინებით დაკმაყოფილების პროცესში, სოციალური ქულების საფუძველზე განისაზღვრება.

 

შემთხვევითი სიახლე

პარლამენტმა სიგარეტზე აქციზის განაკვეთის ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, 77 ხმით ერთის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების …