კონკურსის ჟურნალისტები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

თბილისი (BPI) – მწერალთა სახლში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერითა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, მედია კონკურსის „ჟურნალისტები კორპორაციული სოციალური პასუხიმსგებლობისთვის“ რიგით მეორე დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

5 გამარჯვებული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) თემაზე შექმნილი საუკეთესო ნამუშევრებისთვის შემდეგ კატეგორიებში დაჯილდოვდნენ:

  1. საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი – მანანა გიგინეიშვილი – პირველი არხი http://bit.ly/3229cJM
  2. საუკეთესო რადიო გადაცემა, რუბრიკა ან სიუჟეტი – ნინო ხუგაშვილი – რადიო იმედი

http://bit.ly/2vHv2pU

  1. საუკეთესო სტატია – ქეით რუთ დეივისი – Georgia Today – http://bit.ly/2P3OBiY
  2. საუკეთესო მულტიმედია პროექტი – ნინო ვართაპეტიანი – ტელეკომპანია ბორჯომი http://bit.ly/328B9Qb
  3. საუკეთესო ბლოგი – მარიკა მჭედლიძე – Forbes Georgia – http://bit.ly/326wTAB

მედია კონკურსი 2019 წლის დასაწყისში გამოცხადდა და მასში წარდგენილი ნამუშევრები შეფასდა, მედია პროფესიონალებისა და CSR-ის ექსპერტებისაგან შემდგარი, დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის მიერ. კონკურსში 33 ჟურნალისტმა, 36 მედია მასალა წარადგინა.

გამარჯვებულ ჟურნალისტებს ფულადი პრიზი 1500 ლარი გადაეცათ. კონკურსის პარტნიორი კომპანია Japan Tobacco International (JTI) უკვე მეორე წელია კონკურსის მონაწილე ჟურნალისტებს შორის საკუთარ რჩეულებს გამოარჩევს და სპეციალური პრიზით აჯილდოვებს. კომპანიის მხარდაჭერით შორენა ლაბაძე და ვახტანგ დარასელია ქალაქ ვენაში გამართულ კონგესზე გაემგზავრებიან. კონგრესი არის ექსკლუზიური ღონისძიება, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი მედია პროფესიონალები ესწრებიან და მედიის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებს განიხილავენ.

CSRDG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ურუშაძე აღნიშნა, რომ მედიას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების მხრიდან CSR-ის კონცეფციის სწორი გააზრებისა და მისი დანერგვის სტიმულირების პროცესში. სწორედ ამიტომ CSRDG დიდი ხანია აქტიურად მუშაობს რეგიონულ და ცენტრალურ მედიასთან CSR-ის ცნების პოპულარიზაციის მიზნით.

დომინიკა სკუბიდამ, ევროკავშირის დელეგაციის ატაშემ და სამოქალაქოს აზოგადოების პროგრამის ოფიცერმა განაცხადა, რომმედია ინსტიტუტების მიერ CSR-ის გაშუქება არის სტიმული ბიზნეს კომპანიებისათვის, რათა მათ დაიცვან ადამიანის უფლებები, შრომისა და გარემოს დაცვის სტანდარტები, მომხმარებელთა უფლებები და ხელი შეუწყონ ქვეყნის სოციოეკონომიკურ განვითარებას.

პირველი მედია კონკურსი CSR-ის შესახებ, რომელიც CSDRG-ის მიერ დაფუძნდა უკვე მეორე წელია წარმატებით ტარდება. კონკურსის მიზანია ქართულ მედია სივრცეში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის აქტიური და სწორი გაშუქების ხელშეწყობა და ამ გზით კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების მხრიდან კონცეფციის სწორი აღქმის დამკვიდრება. კონკურსს წინ უძღვოდა წარმატებით გამართული მედია ტრენინგები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე.  კონკურსი ტარდება პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში.

 

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …