კონკურენციის სააგენტომ სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყების მიერ კონკურენციის შემზღუდველი ფაქტი დაადგინა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, დასრულებული მოკვლევის ფარგლებში, სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყების მიერ კონკურენციის შემზღუდველი ფაქტი დაადგინა. თემა ეხება – ტექნიკური ინსპექტირების სფეროში მომჩივნის მიმართ აკრედიტაციისათვის საჭირო სამართლებრივი პროცედურების განხორციელებაზე გაცემულ უარს, რამაც ეკონომიკური აგენტის საქმიანობის შეფერხება გამოიწვია. მოკვლევის ფარგლებში სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაციაც გაიცა.

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ გასულ წელს 3 მოკვლევა დაასრულა – დადასტურდა არაკეთილსინდისიერი კონკურენციის, შეთანხმებული ქმედების ფაქტები, არ დადასტურდა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი. ამ დროისთვის, მიმდინარეობს მოკვლევები საავტომობილო საწვავის სექტორში, საზღვაო გადაზიდვების სექტორში და რამდენიმე რეგიონული მუნიციპალიტეტის მხრიდან კონკურენციის კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის ფაქტებზე.

შემთხვევითი სიახლე

სასტუმროში მკვეთრად გაიზარდა დატვირთვა და უკვე 80%-ს აჭარბებს – Mercure & Swissotel Tbilisi

სასტუმრო „Mercure“ & „Swissotel Tbilisi“-ის გენერალური მენეჯერის ერდოღან შაჰინის განცხადებით, 2025 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი …