კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

7 სექტემბერს, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კაკავამ  თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მხარეები შეთანხმდნენ, თავისუფალი, ჯანსაღი და კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, აქტიურად ითანამშრომლონ. მემორანდუმის თანახმად, იმ შემთხვევების დროს, როდესაც სააგენტო ვერ ახერხებს წერილობითი კორესპონდენციის ადრესატისათვის ჩაბარებას, შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნული კორესპონდენციის ადრესატისათვის გაგზავნას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული  გვერდის მეშვეობით.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კონკურენციის ეროვნული სააგენტო, ამ ეტაპზე, ბაზრის შესწავლის, მოკვლევის თუ კონცენტრაციის მიმართულებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ქეისს სწავლობს. შესაბამისად, აქტიურ კომუნიკაციას ეწევა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, სადაც სწორი, დროული კომუნიკაციის პროცესი უმნიშვნელოვანესია.

აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ – შემოსავლების სამსახური სააგენტოს 2 სამუშაო დღის ვადაში მიაწვდის ინფორმაციას ადრესატის მხრიდან დოკუმენტის გახსნის/ჩაბარების შესახებ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gnca_rs@gnca.gov.ge

ამასთან, შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს მიწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის სრული კონფიდენციალურობის დაცვას და მას გამოიყენებს მხოლოდ ადრესატისათვის გაგზავნის მიზნით. შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე ისაუბრეს ელექტრონული სერვისებით სარგებლობისა და საჯარო  ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეები პაატა კილაძე და ლევან წითელაშვილი,  კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ფერაძე.

შემთხვევითი სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი: ფრანგული Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიცაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“, საქართველოს სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის ოპერირებას განახლებული პირობებით, 5 წლით გააგრძელებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს აეროპორტების …