საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საწვავის ბაზრის 2022 წლის იანვარ-აპრილის მონიტორინგის შუალედური ანგარიში გამოქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ 2022 წლის იანვარი-აპრილის პერიოდში, ქვეყანაში 22 ეკონომიკური აგენტის მიერ განხორციელდა 385 678 ათასი ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი. ბაზრის იმპორტის დონის კონცენტრაციის (HHI) ინდექსმა შეადგინა 2025 ერთეული, რაც ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.
2 3 ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ეკონომიკური აგენტის წილი საერთო იმპორტში შეადგენს 69%-ს, სახეზეა ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელი ერთ-ერთი პირობა საბაზროს წილების სახით.
საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა რუმინეთიდან – 31.2%, რომელსაც მოყვება ბულგარეთი – 24.1% და რუსეთი – 17.8%:
საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი განხორციელდა რუმინეთიდან – 31.2%, რომელსაც მოყვება ბულგარეთი – 24.1% და რუსეთი – 17.8%:
ლარის კურსის გაუფასურების და საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდის ყველაზე მაღალი ნიშნული დაფიქსირდა 8 მარტს, რის შემდეგაც ლარი 40-45 პუნქტით გამყარდა. რაც შეეხება ნავთობის ფასს, ამ კუთხითაც ფიქსირდება 12%-იანი შემცირება. ლარის გამყარებისა და ნავთობის ფასის შემცირების, როგორც საწვავის იმპორტის ფასზე ზეგავლენის მქონე ფაქტორების გაერთიანების შედეგად, 8 მარტთან შედარებით 30 აპრილის მდგომარეობით, პლატსის ფასი ლარში შემცირებულია 18%-ით, თუმცა ფასი კვლავ რჩება მაღალ ნიშნულზე და ამავე წლის იანვრის თვესთან შედარებით, ზრდა შეადგენს საშუალოდ 41%-ს.
“განსახილველ პერიოდში, როგორც ლარის კურსის, ასევე ნავთობის ფასის მკვეთრი ცვლილებებისა და ზოგადი ტურბულენტობის გათვალისწინებით, სააგენტო მიზანშეწონილად მიიჩნევს, საცალო ფასებზე მსჯელობის ნაწილში გამოიყენოს ქვეყანაში მოქმედი მსხვილი ეკონომიკური აგენტების მიერ ფაქტიურად იმპორტირებული საწვავის ფასი. ფაქტიურად იმპორტირებული საწვავის თვითღირებულებასთან ერთად, მნიშვნელოვანია საცალო ფასის მაკომპლექტებელი სხვა ფაქტორები, განსახილველ შემთხვევაში გადასახადები – დღგ, აქციზი და საოპერაციო დანახარჯები”, აღნიშნულია ანგარიშში.
შუალედური ანგარიშის ძირითადი მიგნებები კი ასე გამოიყურება:
1. ქვეყანაში იმპორტირებული საწვავის 55% ევროპულია, 45%-ის იმპორტი კი ხორციელდება რუსეთის ფედერაციიდან, აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან (გრაფიკი 1);
2. საავტომობილო საწვავის ბაზრის იმპორტის დონე, 2022 წლის იანვარი-აპრილის პერიოდში, ზომიერად კონცენტრირებულია. ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი შეადგენს 2025 ერთეულს;
3. 3 ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ეკონომიკური აგენტის წილი საერთო იმპორტში შეადგენს 69%-ს, სახეზეა ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელი ერთ-ერთი პირობა საბაზროს წილების სახით;
4. 30 აპრილის მდგომარეობით, პლატსის ფასის ლარში ამავე წლის იანვრის თვესთან შედარებით, გაზრდილია საშუალოდ 41%-ით;
5. საცალო ფასის მაკომპლექტებელი ფაქტორების ანალიზის შედეგად იკვეთება, რომ ევროპიდან იმპორტირებულ საწვავზე აპრილის თვის ფასნამატი მსგავსია ამავე წლის იანვრის თვის ფასნამატისა. მარტის თვეში ბულგარეთის შემთხვევაში, ხოლო თებერვლის თვეში რუმინეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში, იმპორტიორი კომპანიების საცალო ფასნამატი იყო მნიშვნელოვნად ნაკლები (გრაფიკი 4-5);
6. საცალო ფასები 2022 წლის იანვარი-აპრილის პერიოდში ზრდის ტრენდს ატარებდა საქართველოსთვის საწვავის მომწოდებელ ძირითად ქვეყნებში – ბულგარეთი, რუმინეთი. თუმცა, საქართველოსგან განსხვავებით, აპრილის თვეში შეინიშნება ფასის საშუალოდ 6-8 ცენტიანი შემცირება;
7. საცალო ფასის მაკომპლექტებელი ფაქტორების ანალიზის შედეგად ასევე გამოიკვეთა, რომ რუსეთის ფედერაციიდან იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება საშუალოდ 30-60 თეთრით დაბალია ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებულ საწვავთან 8 შედარებით (მარტი-აპრილი), თუმცა საცალო ბაზარზე მსხვილი კომპანიების შემთხვევაში ხელმისაწვდომია ევროპული საწვავის იდენტურ ფასად (გრაფიკი 3);
8. რუმინეთიდან იმპორტირებული საწვავი, ხშირ შემთხვევაში, ექცევა საბაჟო საწყობში და შესაბამისად დროებითი შენახვის რეჟიმში. საბაჟო საწყობიდან კონკრეტული ეკონომიკური აგენტის მიერ საკუთარ საცალო სარეალიზაციო ქსელში ძირითადად ხდება მაღალი თვითღირებულების მქონე საწვავის გატანა, ხოლო დაბალი თვითღირებულების მქონე საწვავის შემთხვევაში ხორციელდება გადაყიდვა სხვა კომპანიაზე, რომელსაც უკვე თავად გააქვს საწვავი ქვეყანაში თავისუფალი მიმოქცევის რეჟიმში. მსგავსი სხვაობა 2022 წლის მარტი-აპრილის პერიოდში, 1 ლიტრი საწვავის დონეზე, შეადგენდა საშუალოდ 40 თეთრს;
9. მსხვილი კომპანიების ნაწილის მხრიდან ადგილი აქვს/ჰქონდა საცალო მომხმარებლისთვის დამატებითი, კერძოდ 1 ლიტრზე 20-25 თეთრამდე ფასდაკლების შეთავაზებას. აღნიშნული ერთი შეხედვით დადებით გარემოებას წარმოადგენს, თუმცა შესაძლებელი იყო დამატებითი ფასდაკლების ასახვაც პირდაპირ ტაბლოზე.
დოკუმენტი ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ – https://admin.competition.ge/…/e1e13aa48b8e4d9fa28e9b69…