კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს „დილსთან“ მიმართებით დარღვევის ფაქტი დაადგინა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ონლაინ ვაჭრობის სექტორში, შპს „დილსის“ მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა დაასრულა. საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად, სააგენტომ დარღვევის ფაქტი დაადგინა.

კერძოდ, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრის მხრიდან – მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების, საქონელზე ფასების მითითების, საქონლის მიწოდების ვადების და კანონისმიერი გარანტიის პირობების დარღვევის ფაქტი დადასტურდა. შესაბამისად, ერთი თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა – მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.

კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ეკისრება ჯარიმა. ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის, წლიური ბრუნვის 2%-ს. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

აქვე, სააგენტო განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, ყოველა მოვაჭრე ვალდებულია გასაყიდ საქონელსა და მომსახურებაზე მკაფიოდ და გასაგებად მიუთითოს ფასი. აღნიშნული ეხება როგორც სარეწში, ისე დისტანციურად (მათ შორის სოციალურ ქსელში) ვაჭრობის შემთხვევებს.

ინფორმაციისთვის: 2022 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე, სააგენტოში სულ შემოსულია – 125 განაცხადი. საქმის შესწავლა 75 ქეისზე დაწყებულია. მომხმარებლის სასარგებლოდ გაფორმდა 16 პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება. დადასტურდა 3 დარღვევის ფაქტი და ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …