კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, სათარჯიმნო-მთარგმნელობითი მომსახურების სფეროში, კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების ფაქტი დაადგინა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, სათარჯიმნო-მთარგმნელობითი მომსახურების სფეროში, კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმების ფაქტი დაადგინა. მოკვლევის შედეგად, ორი მოპასუხე ეკონომიკური აგენტის და ერთ-ერთი მთარგმნელ-თარჯიმნის მიერ კანონდარღვევის ფაქტი დადასტურდა.

თემა ეხებოდა „დელტა დეველოპმენტ გრუპის“ საჩივრის საფუძველზე წარმოებულ მოკვლევას. კერძოდ, იშვიათი უცხო ენების, სათარჯიმნო-მთარგმნელობითი მომსახურების სფეროში, სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, აღნიშნულ სუბიექტებს შორის ექსკლუზიური ხასიათის სახელშეკრულებო თანამშრომლობას, რაც შესაბამის ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვას იწვევდა.

სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ხსენებულ ეკონომიკურ აგენტებს შესაბამისი ფინანსური სანქცია დაეკისრათ და კანონდარღვევის დაუყოვნებლივ აღმოფხვრა დაევალათ. ასევე, ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია წარედგინათ. აღსანიშნავია, რომ, ამავე სფეროში, ერთ-ერთი ეკონომიკური აგენტი, გასულ წელს, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტზე დაჯარიმდა.

ინფორმაციისთვის: 2022 წელს, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2 მოკვლევა დაასრულა – 1. ჰოსპიტალურ სადაზღვევო სექტორში – დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე, რომელიც არ დადასტურდა. და 2. ტურისტულ სექტორში, სადაც არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შემთხვევა დადასტურდა.

ამ დროისთვის, კონკურენციის ეროვნული სააგენტო მოკვლევის მიმართულებით 4 საქმეს განიხილავს – 1. საავტომობილო საწვავის ბაზარზე შეთანხმებული ქმედების სავარაუდო ფაქტს; 2. ავტო მომსახურების სექტორში – ადმინისტრაციული უწყების მხრიდან, კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო ფაქტს; 3. საზღვაო გადაზიდვების სექტორში – დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის შესაძლო დარღვევის შემთხვევას და 4. ადმინისტრაციული უწყებების (ორი რეგიონალური მუნიციპალიტეტი) მიერ კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო შემთხვევას

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …