კონკურენციის ეროვნული სააგენტო მომხმარებლის უფლებების დაცვასთან მიმართებით ბიზნესასოციაციებთან შეხვედრას მართავს

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო, საქართველოში მოქმედ ბიზნესასოციაციებთან შეხვედრას მართავს. თემა ეხება მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონს და პროცედურულ საკითხებს საჩივრის მიღების, განხილვის და გადაწყვეტილებების მიღების წესებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის აღსრულების საუკეთესო ევროპული პრაქტიკა იქნა წარმოდგენილი.

შეხვედრა გახსნა და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა – საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა და პირველმა მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა.

,,კანონი უკვე ძალაშია და მის აღსრულებას 1-ელი ნოემბრიდან ვიწყებთ. უკვე მუშაობს შესაბამისი დეპარტამენტი, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, დავამტკიცეთ კანონქვემდებარე დოკუმენტაცია. ევროპელი პარტნიორების მხადაჭერით, დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან. დღის წესრიგის შესაბამისად, სასწავლო ტურები ავსტრიასა და ლიეტუვაში ჩანიშნულია. ჩვენი მიზანია, ვუზრუნველყოთ კანონის ეფექტური აღსრულება, რადგან, ერთის მხრივ, მომხმარებელთა უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული და, მეორეს მხრივ, მოვაჭრეები მაქსიმალურად მომზადებულები, რომ დარღვევები თავიდან ავირიდოთ.’’ – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ

5 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, დარგში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს, „მომხმარებლის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის, კანონქვემდებარე აქტის და აღსრულების მექანიზმების შესახებ ინფორმაცია – კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა, ამათი ამაროვმა მიაწოდა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის, დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, სადაც მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს და იმსჯელეს მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საერთაშორისო პრაქტიკის, არსებული გამოცდილების, გამოწვევების და შესაძლებლობების შესახებ.

Twinning-ის პროექტის მუდმივმა რეზიდენტმა მრჩეველმა, იუსტინა პაულაუსკაიტემ, შეხვედრის ფარგლებში, „ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Twinning პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება“ პრეზენტაცია წარადგინა და იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც 2 წლის განმავლობაში, მომხმარებლის უფლებების მიმართულებით არის დაგეგმილი.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …