კომუნიკაციების კომისიამ “მთავარ არხს“ საერთო მაუწყებლის ავტორიზაცია მიანიჭა

5 სექტემბერს კომუნიკაციების კომისიამ შპს „მთავარ არხს“  სპეციალიზებული გასართობი მაუწყებლობის ნაცვლად საერთო მაუწყებლის ავტორიზაცია მიანიჭა.  კომუნიკაციების კომისიას „მთავარმა არხმა“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების თხოვნით 26 აგვისტოს მიმართა. კომისიამ შეისწავლა კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია,  რომელიც კანონის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და არხი უწყებრივ რეესტრში კერძო საერთო მაუწყებლად გაატარა.

არხი  მაუწყებლობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 9 სექტემბრიდან დაიწყებს. შპს „მთავარი არხი“ ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის შესახებ კანონი, მათ შორის კომისიის დადგენილებები, გადაწყვეტილებები და ავტორიზაციის ყველა პირობა.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …