კომპანია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თანამშრომლები შევინარჩუნოთ – TAV Georgia

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia საგადასახადო შეღავათებს ითხოვს.

როგორც TAV Georgia-ს გენერალური დირექტორის მოადგილე თეა ზაქარაძე განმარტავს, კომპანიამ აპრილ-მაისში 15 მლნ დოლარით იზარალებს.

“TAV-ი 95 ქვეყანაშია და ყველგან იგივე სიტუაციაა. აეროპორტები დაკეტილია და მუშაობს მხოლოდ მინიმალური სტაფი. ჩვენი პრიორიტეტი არის, რომ როგორმე შევუნარჩუნოთ 1360 თანამშრომელს სამუშაო ადგილი.

ძალიან ბევრმა ავიაკომპანიამ უფასო შვებულებაში გაუშვა ხალხი და შესაძლოა, გაკოტრდეს. ჩვენ სახელმწიფოსგან მაქსიმალური მხარდაჭერა გვაქვს, მაგრამ ახლა რაც მთავრობას ჩვენთვის შეუძლია გააკეთოს ეს არის საგადასახადო შეღავათები, რათა როგორმე შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. ჩვენ ვართ ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი, საგადასახადო შეღავათებით კი შევძლებთ თანამშრომელთა შენარჩუნებას” – აცხადებს თეა ზაქარაძე.

როგორც ზაქარაძე განმარტავს, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია რომ თანამშრომლები მაქსიმალურად შეინარჩუნოს და ასევე მათ შეუნარჩუნოს ხელფასიც. თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში დასაქმებული ადამიანების სახელფასო ფონდი თვეში 2,5 მლნ ლარს შეადგენს და TAV Georgia ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თითოეულ თანამშრომელს მოუფრთხილდეს და შეინარჩუნდეს.

მისივე თქმით, კომპანიის მოლოდინია, რომ 15-20 ივნისიდან გარკვეული რეისები ადგება. ივლის-აგვისტოში კი ფრენების 40 % იქნება აღდგენილი.

“ჩვენ კი მზად ვართ გავხსნათ, მაგრამ თუ სხვა აეროპორტი არ გაიხსნება, არაფერი არ გამოვა და ეს კიდევ უფრო დიდი ზარალია ჩვენთვის, რადგან ამუშავებ თანამშრომელს და არ არის შემოსავალი. ყველაფერი კარგად უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს. ჩვენ რაც უნდა კარგად მოვემზადოთ და გეგმები დავაწყოთ, თუ ქვეყნა არ იქნება მზად მიიღოს მგზავრები მაშინ აეროპორტის ამუშავებას არანაირი აზრი არ ექნება. უნდა იყოს შემუშავებული ერთიანი გეგმა, თუ როგორ ვხსნით საზღვრებს. შეზღუდვები ნელ-ნელა უნდა მოხსნას ამ წლის განმავლობაში მაინც, რადგან ავიაცია იძირება”- განაცხადა თეა ზაქარაძემ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაზე “კორონავირუსი vs ავიაცია, გამოწვევები და შესაძლებელობები”.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …