კობა გვენეტაძემ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს სებ-ში უმასპინძლა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს, მააიკე ვან კოლდამს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში უმასპინძლა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნის ეკონომიკური ვითარება, არსებული გამოწვევები, გლობალური რისკ ფაქტორები და საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ვითარება განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონულ და გეოპოლიტიკურ რისკებს და შესაძლო ზეგავლენას საქართველოს ეკონომიკაზე.

კობა გვენეტაძემ დეტალურად ისაუბრა ქართულ ფინანსურ სექტორზე და  იმ საგანგებო ნაბიჯებზე, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ამ პერიოდში გადადგა და რომლის შედეგადაც საქართველოს საფინანსო სისტემამ სირთულეებს თავი წარმატებით გაართვა.

ამასთან, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორობასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

შემთხვევითი სიახლე

ჩინელი მწარმოებლები მაღაზიებს რუსულ ონლაინ პლატფორმებზე ხსნიან

რუსული სავაჭრო პლატფორმები აქტიურად იზიდავენ ჩინელ მოვაჭრეებს, რომლებიც ცდილობენ სანქციების პირობებში ახალი ბაზრების პოვნას. აღნიშნული …