კიბერდანაშაულთან ბრძოლის 5-წლიანი სტრატეგია გაიწერა

თბილისი (BPI) – „კასპერსკის ლაბორატორია“  და ინტერპოლი  კიბერდანაშაულის  წინააღმდეგ  ერთობლივ კამპანიას განაგრძობს.

 ინტერპოლის აღმასრულებელმა დირექტორმა  ტიმ მორისმა თანამშრომლობის 5 წლიანი ხელშეკრულება გაუფორმა. ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია  კონფერენციის Interpol World 2019  ფარგლებში შედგა, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს სინგაპურში. ეს მეორეა,  პირველი ხელმოწერილია 2014 წელს.

 „საშიშროებების რიცხვის ზრდასთან ერთად  უფრო და უფრო  აქტუალური ხდება  საერთაშორისო თანამშრომლობისა  და  ექსპერტიზის გაცვლის საკითხიც.  ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ კვლავ ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორობას ინტერპოლთან და მას საშუალებას ვაძლევთ მთელს მსოფლიოში კიბერდანაშაულობებთან ბრძოლისათვის გამოიყენონ  ჩვენი მონაცემები  და ტექნოლოგიები“, — აღნიშნა „კასპერსკის ლაბორატორიის“ გენერალურმა  დირექტორმა ევგენი კასპერსკიმ. 

 კიბერდანაშაულობას საზღვრები არ გააჩნია, ამიტომ „კასპერსკის ლაბორატორია“ რეგულარულად მონაწილეობს ოპერაციებსა და გამოძიებებში, რომლებიც ჩატარებულია გლობალური საინფორმაციო ტექნოლოგიების უსაფრთხოების საზოგადოებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან,  სამართალდამცავი ორგანოებისა  და კომპიუტერული ინციდენტების რეაგირების ცენტრებთან, ისეთ ორგანიზაციასტან როგორიცაა ინტერპოლი. დამცველი გადაწყვეტილებების მწარმოებელთა შორის „კასპერსკის ლაბორატორიამ“ პირველმა  გამოთქვა სურვილი სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიწოდებინა უფასო სერვისი, რაც მიზნად ისახავს გაფართოებული იქნას  ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ იქმნება „კასპერსკის ლაბორატორიის“ ანგარიშები და როგორ გამოიყენებიან ისინი კიბერდანაშაულობებისა და კიბერსაშიშროებების წინააღმდეგ ბრძოლაში

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …