კახიძე: ბანკს პროკურატურამ გამოუსწორებელი ზიანი უკვე მიაყენა

თბილისი (BPI) – თიბისის საქმის საკომიტეტო განხილვისთვის კენჭი ჯერ კიდევ არ უყრიათ. საპარლამენტო კომიტეტის სხდომა შეწყდა.

ოპოზიციას მარეგულირებლის რეპუტაციული რისკის გათვალისწინებით საჯარო განხილვის შეწყვეტა მიზანშეუწონლად მიაჩნია.”ყველამ აიღოს პასუხიმგებლობა ამ პოლიტიკურ გზავნილზე. როცა რეგულატორი ასე ცუდად იქცევა, როცა  ამდენი კითხვის ნიშანია, როცა ის პასუხებით უფრო ცუდად წარმოჩინდება, მაშინ პარლმენტი და კომიტეტი გადაეფარება“, – გიგა ბოკერიას მოწოდევბას ოთარ კახიძე შეუერთდა.

„ბანკს გამოუსწორებელ ზიანი უკვე მიაყენა გენერალურმა პროკურატურამ, განხხადებით, სადაც ვრცლად არის მიმოხილული მთელი პერიპეტიები. ფულის გამთეთრებლის  იარლიყი უკვე მიაკერეს”.

საპარლამენტო ოპოზიციას მიაჩნია, რომ კომიტეტის თავმჯდომარემ 5 სთ-იანი შესვენება ბიძინა ივანიშვილისგან ინსტრუქციის მისაღებად გამოაცხადა და სხდომა ჩაშლისკენ წაიყვანა.

შემთხვევითი სიახლე

სასტუმროში მკვეთრად გაიზარდა დატვირთვა და უკვე 80%-ს აჭარბებს – Mercure & Swissotel Tbilisi

სასტუმრო „Mercure“ & „Swissotel Tbilisi“-ის გენერალური მენეჯერის ერდოღან შაჰინის განცხადებით, 2025 წლის ზაფხულის ტურისტული სეზონი …