კახა ოქრიაშვილი მოსახლეობას საკვები პროდუქტებით დაეხმარება

თბილისი (BPI) – მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი COVID19-ით შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, მოსახლეობის დახმარებას გეგმავს.

ჰუმანიტარული დახმარების მიზნით დეპუტატმა საკვები პროდუქტების შეძენაზე ფასთა გამოკითხვას აცხადებს.

სატენდერო განაცხადის საფუძველზე ირკვევა, რომ კახა ოქრიაშვილი 32 000 კგ შაქარს შეიძენს.

პროდუქციის მიწოდების მსურველებმა პროდუქციის მახასიათებლებზე ინფორმაცია და ნიმუში 10 აპრილამდე უნდა წარადგინოს, პროდუქციის მიწოდების ბოლო ვადა კი 21 აპრილია.

 

შემთხვევითი სიახლე

2026 წლის 1 იანვრიდან ვეტერინარების სახელმწიფო სერტიფიცირება სავალდებულოა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინართა და ვეტერინარ ტექნიკოსთა პროფესიული განვითარებისა და სასერტიფიკაციო საბჭოში დარეგისტრირდა და სერტიფიცირება …