კახა კალაძე: ანაკლიის პროექტი აუცილებლად განხორციელდება

თბილისი (BPI) – კახა კალაძე ამბობს ანაკლიის პროექტი ხელისუფლებისთვის, სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია და პროექტი აუცილებლად განხორციელდება.

თბილისის მერის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს პროექტს სახელმწიფო განახორციელებს თუ კერძო კომპანია.

“არის კერძო კომპანიები, ვისაც ინტერესი აქვს პროექტი განხორციელდეს, თუმცა იკვეთება, რომ ამ კომპანიებს ფინანსური პრობლემები აქვთ. პროექტი აუცილებლად განხორციელდება. მნიშვნელობა არ აქვს ამას სახელმწიფო განახორციელებს მომავალში თუ კერძო კომპანია”,- განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის GRAIL-ის პროექტის ექსპერტებს შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის GRAIL-ის პროექტის …