კაცხის სვეტთან ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა

თბილისი (BPI) – კაცხის სვეტთან ტურისტული ინფრასტრუქტურ მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტირდება კაცხის სვეტის გალავანი და ეზო, მოეწყობა სველი წერტილები, აშენდება ტურისტული ცენტრი.

დამონტაჟდება 10 ტონიანი წყლის რეზერვუარი, წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნებიან იქ მაცხოვრებელი ბერები და ახლომდებარე სოფლის მოსახლეობა.

ტერიტორია სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია მსოფლიო ბანკი.

კაცხის სვეტი უძველესი და უნიკალური ძეგლია. ისტორიკოსების ვარაუდით, სვეტის ძირში გამოკვეთილი ბოლნური ტიპის ჯვარი, არაუგვიანეს VI საუკუნით თარიღდება. მისი სიმაღლე 40 მეტრია. ქართველ სპეციალისტებთან ერთად, კაცხის სვეტით, ბევრი უცხოელი მკვლევარი, მოგზაური და გამოცემა დაინტერესდა.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …