თბილისი (BPI) – კომპანია „კასპერსკის ლაბორატორიის“ წარმომადგენლობა საქართველოში მომხმარებელს აფრთხილებს. კომპანიის ცნობით, ბოლო დროს კიბერკრიმინალები მოწყობილობების ინფიცირებისთვის სულ უფრო ხშირად იყენებენ უფასოდ ასატვირთ სერიალებს, რომლებიც ძალიან უყვართ მთელს მსოფლიოსა და საქართველოშიც. IMDB-სა და Rotten Tomatoes-ზე პოპულარობის მიხედვით „კასპერსკის ლაბორატორიამ“ შეარჩია 31 სერიალი, იმის გასარკვევად თუ რა მავნებლებს შეეჯახნენ სერიალის მოყვარული მომხმარებლები.
თაღლითების ყველაზე საყვარელი სერიალის — „სამეფო კარის თამაშებთან“ (Game of Thrones) დაკავშირებული ბოროტმზრახველების რიცხვი ადგენს 9 986-ს, რომლებმაც 2018 წელში მომხმარებლებზე მოახდინეს დასნებოვანების 120 000 მცდელობა. ეს სტატისტიკური მაჩვენებელი აღებულია მხოლოდ კომპანიის მომხმარებელთა რაოდენობიდან, მთელს მსოფიოში კი, რა თქმა უნდა, მაჩვენებელი უფრო მაღალია. თავდასხმა დაქვემდებარებული მომხმარებლების რაოდენობით მეორე ადგილზე დგას „მოსიარულე მკვდრები“ (The Walking Dead), მესამეზე კი – სერიალი Arrow-ი.
როცა სერიალის მაგივრად სერიალი არ ვრცელდება, მაშინ ეს ნამდვილად სრულფასოვანი მავნებელია – რომელიმე ტროიანი. ტროიანთა შორის ყველაზე ხშირად გვხვდება WinLN, რომელსაც შეუძლია სხვა მავნე პროგრამების გადმოტვირთვა. უფრო ხშირია ალბათობა, რომ მომხმარებელი შეეჯახოს სარეკლამო დანართს (Adware), ან სხვა დამატებითი სოფტის (Downloader) ჩამტვირთავებს.
ტორენტის გამოყენებისას დაზიანების თავიდან ასაცილებლად მომხმარებელმა უნდა ნახოს ფაილის ზომა. ნორმალურ შემთხვევაში სერიის „წონა“ უნდა იყოს რამდენიმე გიგაბაიტი. არ უნდა ვენდოთ ყველა ამტვირთავებს, LNK გაფართოებებს და ვიდეოს გადმომტვირთავ შუალედურ რგოლებს. ვიდეოფაილებს არსდროს არ აქვთ EXE ან MSI გაფართოებები. სანამ რაიმეს ჩამოტვირთავდეთ ან რეპროდუქციას გაუკეთებდეთ დარწმუნდით იმყოფებით თუ არა თქვენთვის საჭირო საიტზე. URL-ში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისამართის ჩაწერისას შეცდომის დაშვება. თაღლითებს ძალიან უყვართ მავნე საიტების ასლების შექმნა, რომლის მისამართიც ორგინალისაგან განსხვავდება ერთი-ორი ასოთი. დამატებით დაცვას კი უზრუნველყოფს საიმედო ანტივირუსი.