თბილისი (BPI) – ინფლაცია მინიმალურ ნიშნულზეა, 1.5%-მდეა დაწეული. ფასების ზრდა (m.m) 0.5%-ია. სებ-ის „თვის მიმოხილვის“ თანახმად, დეკემბერში პურის ფასმა 8.4%-ით მოიმატა, წლიურად +13.3%.
სებ-ის „თვის მიმოხილვის“ თანახმად,გაძვირდა ქათმის და ძროხის ხორცი, რაც 0.4%-ით ასახა ინფლაციაზე, რაც ამავე განაკვეთით დააბალანსა ვაშლის, შაქრის, კარტოფილის და პომიდორის გაიაფებამ. საბოლოოდ, სურსათის ინფლაციამ დეკემბერში 1.7% (წვლილი მთლიან ინფლაციაში 0.5%).
განსახვევბული ტრენდია წინა დეკემბერთან, როცა სურსათს, მომატებული აქციზის გამო სიგარეტის გაძვირებაც დაემატა. ხორცი 9%-ით, რძის პროდუქტმა 8%-ით, ხილის ფასმა კი 13%-ით მოიმატა. იანვარში მდგომარეობა ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადების 8 – 12.6%-ით გაძვირებამ დაამძიმა.