კარლ ჰარცელი თიბისიზე: პროცესი გასაგებად და გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს

თბილისი (BPI) – საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ “თიბისი ბანკის” საქმესთნან დაკავშიორებით პროცესი გასაგები და გამჭვირვალე უნდა იყოს.

მისივე თქმით, “თიბისი ბანკის” საქმეს ევროკავშირის წევრი ქვეყნები ყურადღებით აკვირდებიან.

“თიბისი ბანკი” სისტემური ბანკია და მის ირგვლივ მიმიდნარე პროცესები მნიშვნელოვანია საქართველოს საბანკო სექტორისთვის და მაკროფინანსური სტაბილურობისთვის. რაც შეეხება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს, რადგანაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ინვესტორები და მათი არჩევანია, მათ უნდა ესმოდეთ არსებული ვითარება”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …