კარეკის ტურიზმის შეხვედრის ფოკუსი წელს აბრეშუმის გზის ტურიზმია

12-13 ივნისს თბილისში ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (კარეკის) ტურიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა და ვორკშოპი გაიმართა. ღონისძიების მიზანია კარეკის რეგიონში ტურიზმის გამოცოცხლება, აბრეშუმის გზის წარმოჩენა და რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობა.

მონაწილეებმა რეგიონში ტურიზმის მდგრადი განვითარების პროგრესის შესახებ ისაუბრეს და ახალი აქტივობები განიხილეს როგორიცაა ინდიკატორების მონაცემთა ბაზა, სავიზო საკითხები, ABEC-ის უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის პროტოკოლი და განთავსების კლასიფიკაცია. სესიაზე კარეკის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის ღია დიალოგი გაიმართა, რამაც საშუალება მისცათ გამოეხატათ ხედვები და მოსაზრებები წარმოდგენილ ინიციატივებთან დაკავშირებით.

ღონისძიებაზე ასევე განიხილეს კარეკის ტურიზმის ვებ-პორტალი, რომელშიც თავმოყრილია მნიშვნელოვანი მონაცემები, ინფორმაცია ქვეყნების შესახებ და აბრეშუმის გზაზე მდებარე ტურისტული ინფრასტრუქტურა. შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები პორტალთან დაკავშირებით და განიხილეს მისი ეფექტიანი მართვის გზები.

ასევე გაიმართა საჯარო და კერძო სექტორებისთვის ცოდნის გაღრმავების პროგრამის პრეზენტაცია, რომლის მიზანია ტურიზმის სექტორში ექსპერტიზის გაზრდა. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ პროგრამის ძირითად მიმართულებებზე და ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია კარეკის ქვეყნების ტურიზმზე კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენის შესახებ.

კარეკი ათი ქვეყნის კავშირია, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკურ თანამშრომლობას და განვითარებას რეგიონში ხუთი კლასტერის ხელშეწყობით. ესენია ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობა; ვაჭრობა, ტურიზმისა და ეკონომიკური დერეფნები; ინფრასტრუქტურა და ეკონომიკური დაკავშირებადობა; სოფლის მეურნეობა და წყალი; ადამიანის განვითარება და მასთან დაკავშირებული საკითხები.

2001 წელს დაარსებული კარეკის პროგრამის მიზანია შექმნას კარგად დაკავშირებული რეგიონული ეკონომიკა, რომელიც წევრ ქვეყნებს მოუტანს სარგებელს დაკავშირებადობის, ვაჭრობის ბარიერების შემცირებისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის გზით. აზიის განვითარების ბანკი (ADB) კარეკის სამდივნოს წარმოადგენს და ორგანიზებას უწევს ინსტიტუციურ ღონისძიებებს, როგორიცაა მინისტერიალები, მაღალი თანამდებობის პირების შეხვედრები, სექტორებისა და სექტორების მაკოორდინირებელი კომიტეტების შეხვედრები. პროგრამა ასევე მეკავშირეობს პარტნიორ მთავრობებთან და ინსტიტუციებთან.

ADB კარეკის ყველა პრიორიტეტულ მიმართულებაშია ჩართული, როგორიცაა ტრანსპორტი, ვაჭრობის ხელშეწყობა, ვაჭრობის პოლიტიკა და ენერგეტიკა. ის ასევე აწარმოებს კარეკთან დაკავშირებულ კვლევებს.

კარეკის თერთმეტივე წევრი ADB-ის განვითარებადი წევრი ქვეყანაა. ესენია ავღანეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, პაკისტანი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …