კანადელი ინვესტორები საქართველოს სამთო მოპოვების სექტორის პოტენციალს გაეცნენ

თბილისი (BPI) – კანადელი ინვესტორები საქართველოს სამთო მოპოვების სექტორის პოტენციალს გაეცნენ.

საერთაშორისო ინვესტორებს საქართველოს სამთო მოპოვების სექტორის შესაძლებლობები და საინვესტიციო პოტენციალი წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსმა მაია ზავრაშვილმა კანადაში, ქალაქ ტორონტოში გააცნო.

ვიზიტის ფარგლებში, წიაღის სააგენტოს უფროსმა მონაწილეობა მიიღო სასარგებლო წიაღისეულის შესწავლისა და განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციის Prospectors & Development Association (PDAC) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც სამთო მოპოვების საკითხებს მიეძღვნა, რომელსაც 135 ქვეყნის 25 000 – ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ღონისძიება ყველაზე მნიშვნელოვანი ხასიათის მოვლენაა სამთო-მოპოვებით ინდუსტრიაში.

აღსანიშნავია, რომ Prospectors & Development Association – ის პრესტიჟულ ღონისძიებებში საქართველომ წელს პირველად მიიღო მონაწილეობა.

მაია ზავრაშვილმა Tethyan Belt-ის სახელით ცნობილ სესიაზე საზოგადოებას გააცნო სექტორში არსებული მიღეწევები, მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები, საქართველოს მომპოვებითი სფეროში ინვესტირების შესაძლებობები და სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით მზაობა გამოთქვა.

წიაღის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა კანადაში საქართველოს საელჩოს დახმარებითა და ორგანიზებით ცალკეული შეხვედრები გამართეს საქართველოს სასარგებლო წიაღისეულით დაინტერესებულ ინვესტორებთან -Alamos Gold Inc., Altair Respources Inc., Mundoro Capital Inc., Pasinex Resources Limited, Centera Gold. შეხვედრები გაიმართა ასევე კალგარის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, სადაც იმსჯელეს საქართველოში სამთო მოპოვებითი სფეროს საგანმანათლებლო პროგრამების შესაძლო განხორციელების შესახებ. გარდა ამისა, წიაღის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ პინარ ატაკანლის, კანადის საელჩოს სავაჭრო წარმომადგენელს თურქეთში, სადაც საქართველოს სამთო-მოპოვებითი სექტორის ცნობადობის გაზრდით მიზნით თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროებაზე იქნა ყურადღება გამახვილებული.

Prospectors & Development Association – ს მსოფლიო მასშტაბით 8000-ზე მეტი წევრი ჰყავს. PDAC-ს მისიას წარმოადგენს პასუხისმგებლიანი, ძლიერი და მდგრადი სასარგებლო წიაღისეულის წარმოების გლობალური ხელშწყობა.

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …