იცოდით თუ არა, რომ “შამპანური”’ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გეოგრაფიული აღნიშვნაა?

იცოდით თუ არა, რომ “შამპანური”’ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გეოგრაფიული აღნიშვნაა და რომ  “შამპანური” შეიძლება ეწოდოს მხოლოდ იმ ცქრიალა ღვინოს, რომელიც დამზადებულია საფრანგეთის შამპანის  რეგიონში.
🏔გეოგრაფიული აღნიშვნა არის გეოგრაფიული ადგილის სახელი, რომელიც გამოიყენება ისეთი პროდუქტის მოსანიშნად, რომლის განსაკუთრებული ხარისხი, თვისებები ან რეპუტაცია განპირობებულია ამ წარმოების ადგილისთვის დამახასიათებელი გარემო პირობებით და ადამიანური ფაქტორით. გეოგრაფიული აღნიშვნები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის რეგიონალურ განვითარებაში, რაც განაპირობებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და შემოსავლების ზრდას, ამცირებს სამუშაო ძალის გადინებას და სტიმულს აძლევს ახალი სამუშაო ძალის მოზიდვას, ასევე, ზრდის რეგიონის ცნობადობას და ხელს უწყობს აგრარული ტურიზმის განვითარებას.
📍გაიგეთ, თუ როგორ მოქმედებს ინტელექტუალური საკუთრება.
დარეგისტრირდით  ინტელექტუალური საკუთრების ზოგად კურსზე – DL101GE!
💻სრული ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.sakpatenti.gov.ge/ka/page/181/

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …