ის, რასაც ფულით ვერ იყიდი – საქართველოს ბანკის ურთიერთობის პროგრამა PLUS-მა პროექტი – PLUS გამოცდილება დაიწყო

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკის ურთიერთობის პროგრამა PLUS-მა უნიკალური პროექტი –  PLUS გამოცდილება დაიწყო. საქართველოს ბანკის ლოიალურ მომხმარებელს  უკვე აქვს შესაძლებლობა, გახდეს PLUS გამოცდილების მთავარი გმირი და აღმოჩნდეს სულ სხვადასხვა ჟანრის თავგადასავლებში. უნიკალური პროექტის მიზანია, მომხმარებელს აღმოაჩენინოს ახალი, ჯერარგანცდილი ემოციები და მრავალფეროვანი გამოცდილება.

PLUS გამოცდილების მიღება მხოლოდ PLUS ქულებით არის შესაძლებელი. საქართველოს ბანკის ერთგული მომხმარებელი დაგროვილ PLUS-ებს მარტივად გადაცვლის PLUS გამოცდილებაში. ამისათვის მომხმარებელი მხოლოდ უნდა ეწვიოს ვებგვერდს www.plus.ge

თავგადასავლების ჩამონათვალი მრავალფეროვანია – მომხმარებელს შეუძლია ეწვიოს თბილისში ყველაზე მაღალ წერტილს – ანძას და  მოიწყოს პაემანი ღრუბლებთან. ასევე, გახდეს ნამდვილი დეტექტივი, აღმოაჩინოს მიწისქვეშა საიდუმლოებები. შესაძლებელია ეწვიოს ახალ ზოოპარკს, ერთი დღით შეითავსოს ცხოველების მომთვინიერებლის პროფესია. ასევე, მიიღოს მონაწილეობა offroud-ში, ქუჩის არაჩვეულებრივ გამოფენაში, გახდეს პროფესიონალი მრბოლელი. საქართველოს ბანკი უნიკალურ გამოცდილებებს ექსკლუზიურად თვეში ერთხელ შესთავაზებს მომხმარებელს. 

ურთიერთობის პროგრამა PLUS-ი სპეციალურად საქართველოს ბანკის ერთგული მომხმარებლებისთვის შეიქმნა და ბევრ საბანკო თუ არასაბანკო ბენეფიტსა და პლუსებს მოიცავს. საქართველოს ბანკის  სადებეტო თუ საკრედიტო ბარათის გამოყენებით მომხმარებელი აგროვებს PLUS-ებს ნებისმიერ გადახდაზე, რომელთა გადაცვლაც შესაძლებელია: PLUS კატალოგის განსაკუთრებულ საჩუქრებზე – სხვადასხვა პროდუქტსა და მომსახურებაზე; უფასო მგზავრობაზე, კომუნალური მომსახურების, მობილურის ბალანსზე, ბენზინგასამართ სადგურში საწვავზე, სუპერმარკეტსა თუ აფთიაქში, სწრაფი კვების ობიექტებში  სხვადასხვა პროდუქტზე. ამ ყველაფერთან ერთად ახლა უკვე შესაძლებელია PLUS ქულების გადაცვლა უნიკალურ PLUS გამოცდილებაზე.

PLUS-ში ჩასართავად მომხმარებელი უნდა ეწვიოს საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს და სრულიად უფასოდ ჩაერთოს PLUS-ის პროგრამაში. დაგროვილი PLUS-ების შესამოწმებლად საკმარისია მომხმარებელმა აკრიფოს SMS ტექსტი – PLUS და გაგზავნოს ნომერზე – 4444.

დამატებითი ინფორმაცია ურთიერთობის პროგრამა PLUS-ისა და PLUS გამოცდილების შესახებ იხილეთ:  www. plus.ge

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …