ირიგაციის სექტორში სატარიფო მეთოდოლოგიის პრინციპები აგვისტოს ბოლოს დაწესდება – გიგა ნადირაძე

2024 წლიდან სემეკი ირიგაციის სექტორის რეგულირებას იწყებს. აღნიშნულ პროცესში სემეკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია-მოვალეობა ტარიფების შემუშავების მიმართულებით განისაზღვრება.

სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორის გიგა ნადირაძეს განამრტებითირიგაციის სექტროში სატარიფო მეთოდოლოგიის პრინციპები აგვისტოს ბოლოს დაწესდება, რომლის ფარგლებშიც პროფილური და არაპროფილური მომხმარებლები ხარჯებს განსხვავებულად პრინციპით გაინაწილებენ. ინფორმაციისთვის, პროფილური მომხმარებელი გულისხმობს ისეთი ტიპის მომხმარებელს, რომელიც მოიხმარს წყალს სარწყავი მიზნებისთვის, ხოლო სხვა დანარჩენი არის არაპროფილური მომხმარებელი

„ირიგაციის სექტორში სატარიფო მეთოდოლოგია და მისი პრინციპები უნდა დამტკიცდეს აგვისტოს ბოლოს, სადაც ძირითადი პრინციპები ნათლად გამოჩნდება.

კანონი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა ძირითადი პრინციპები და მიმართულებები ეს არის წყალმომხმარებელთა შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც ცნობს ორი კატეგორიის  მომხმარებელს, კერძოდ, პროფილურ მომხმარებელს, რომელიც მოიხმარს წყალს სარწყავი მიზნობრიობით, ხოლო სხვა დანარჩენი არის არაპროფილური მომხმარებელი. ჩვენ როგორც დამოუკიდებელ მარეგულირებელ რგოლს კანონით გვაქს მონიჭებული უფლებამოსილება, რომ გამოვიყენოთ ამ ორი განსხვავებული კატეგორიის მომხმარებლისთვის ხარჯების განსხვავებული პრინციპით განაწილება. რაც შეეხება ჯვარედინი სუბსიდირების ნაწილს. სემეკის მიდგომაა, რომ ჯვარედინი სუბსიდირები გამოყენება არ მოხდეს მაშინ როცა ამის აუცილებლობა არ დგას. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს გარკვეული კვლევები ჩატარებული, რომლებმაც გვიჩვენა, რომ მოცემულ დარგში არ არის იმის საჭიროება, რომ განხორციელდეს ჯვარედინი სუბსიდირება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ისაა, რომ დღესდღეობით ტარიფი არის დადგენლი მხოლოდ ჰექტრობით. არსებული სისტემა არ ცნობს კუბურ მეტრთან მიმართებით ტარიფს, ამიტომ დღეს კომპანია, რომელიც ფერმერს წყალს აწვდის ახდევინებს მხოლოდ ჰექტარზე წლის განმავლობაში არსებულ 75 ლარიან გადასახადს. იქ სადაც  შესაძლებელია გაიზომოს თუ რა მოცულობის წყალი მოიხმარა მომხმარებელმა კომპანიას არ შეუძლია კუბურ მეტრზე გადასახადით გადაახდევინოს, რადგან ეს პრინციპი არ არსებობს. აღნიშნული მოცემულობა შეიცვლება და იარსებებს როგორც ჰექტარზე გადასახადი, ისე კუბურ მეტრზე გადასახადი“.აღნიშნა გიგა ნადირაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით მელიორაციის სექტორში ჰექტარზე ფიქსირებული ტარიფი მოქმედებს. აღნიშნული ტარიფი კი ბოლოს 2011 წელს დადგინდა და ჰექტარზე 75 ლარს შეადგენს. 2024 წლიდან შეიცვლება როგორც ტარიფის სტრუქტურა, ისე მეთოდოლოგია.

 

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …