ირაკლი ლექვინაძე, ვაშინგტონში, ABA 70-ე საგაზაფხულო ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობს

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე სამუშაო ვიზიტით, ვაშინგტონში იმყოფება, სადაც ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის (ABA) 70-ე საგაზაფხულო ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობს.

შეხვედრაზე, სადაც მონაწილეები ერთმანეთს საერთაშორისო პრაქტიკასა და გამოცდილებას უზიარებენ, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან შემთხვევებს, მიღებულ შედეგებს, აღსრულების ეფექტიან მექანიზმებს, მიდგომებს, სექტორის განვითარებისა და ხელშეწყობის გზებს, საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვისა და გაძლიერების მექანიზმებს განიხილავენ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კონკურენციის უწყებების ხელმძღვანელ პირებთან და სფეროს ექსპერტებთან დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები.

კონფერენცია, რომელსაც 65 ქვეყნიდან, 3000-ზე მეტი მონაწილე ესწრება 8 აპრილს დაიხურება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ” კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. მომხმარებლის უფლებების დაცვას, საქართველოს ტერიტორიაზე, კონკურენციის ეროვნული სააგენტო განახორციელებს. კანონი ძალაში 2022 წლის 1 ივნისიდან შევა, ხოლო განცხადებების განხილვა 1-ლი ნოემბრიდან დაიწყება. კანონი საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ვალდებულების ნაწილია. მისი მიზანი ქვეყანაში მომხმარებელთა დაცვის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფაა.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …