ირაკლი კოვზანაძე: დეპოზიტების დაზღვევის სისტემა საფინანსო სექტორის მდგრადობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია

თბილისი (BPI) – საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელს, ოთარ ძიძიკაშვილს შეხვდა და სააგენტოს საქმიანობის მიმდინარე და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სააგენტოს დაარსებიდან, თითქმის, ორი წლის განმავლობაში დაზღვეული დეპოზიტების მოცულობამ საქართველოში 1,7 მილიარდ ლარს გადააჭარბა, წლის ბოლოსთვის კი ეს მაჩვენებელი 1,8 მილიარდ ლარს მიაღწევს. ამასთანავე, კანონმდებლობა მუდმივად იხვეწება, რაც სააგენტოს გამართულად მუშაობას განაპირობებს.
„დეპოზიტების დაზღვევის სისტემა საფინანსო სექტორის მდგრადობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. სააგენტო ანგარიშვალდებულია მთავრობის, პარლამენტის და ეროვნული ბანკის წინაშე. საქმიანობის შედეგები, რომელიც სააგენტოს ხელმძღვანელმა დღეს წარმოადგინა, დადებით შეფასებას იმსახურებს, თუმცა, სასურველია, მომავალი წლიდან დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა კიდევ უფრო გაიზარდოს. სააგენტოშო ამ მიმართულებით გარკვეული გეგმები აქვთ, რომლის განხორციელებაში პარლამენტიდან სრულ მხარდაჭერას ვპირდებით“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …