ირაკლი კვირიკაძე და ნესტან-ნენე კვინიკაძე – აქ.ახლა – ქართული კინოს ახალი თაობა

თბილისი (BPI) – თიბისის Live-სესიები – აქ.ახლა – გრძელდება.

2 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს მსახიობ ირაკლი კვირიკაძის სესიას თიბისის Facebook გვერდის (https://www.facebook.com/tbcbank/) დახმარებით. ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება, მისი მოდერატორი მწერალი – ნესტან-ნენე კვინიკაძე იქნება.

სესიის – „აქ.ახლა – ქართული კინოს ახალი თაობა“ ფარგლებში, ირაკლი კვირიკაძე ისაუბრებს პროფესიულ გამოცდილებაზე – თუ რა თვისებები და შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს ახალგაზრდა მსახიობს, რომელსაც ჰოლივუდში წარმატების მიღწევა სურს; როგორ შეიცვალა მსოფლიო კინობიზნესის მოთხოვნები დროსთან ერთად და რა სირთულეებთან არის დაკავშირებული მსოფლიო კინოინდუსტრიაში მუშაობა.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ იმერეთის ქარის ელექტროსადგურის პროექტის პირველი ეტაპის მშენებლობის დაწყების ცერემონია გახსნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ 104 მგვტ-იანი სიმძლავრის  იმერეთის …