თბილისი (BPI)– განვადება, სწრაფი სესხი, საკრედიტო ბარათი დ სხვა საკრედიტო პროდუქტები, როდის გახდება კვლავ ხელმისაწვდომი, სებ-ს ჯერ ამაზე პასუხი არ აქვს. ახლადდაქორწინებულმა წყვილმა ₾2 500 შემოსავლით ოჯახი როგორ მოიწყოს, ფული მშობლებს ესესხოს თუ ბანკს, ბინა როგორ იყიდოს.
სებ-ი იპოთეკურ სესხის ხელმიუწვდომლობაზე გადაჭარბებულ წარმოდგენებზე აცხადებს.
„კიდევ ერთხელ გვსურს გამოვეხმაუროთ საზოგადოებაში ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მნიშვნელოვნად გართულდა იპოთეკური სესხების აღება. რეალურად, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპის თანახმად, „სირთულის“ არსი მხოლოდ მსესხებლის შემოსავლების შესწავლაშია. სესხები, მათ შორის იპოთეკური უნდა გაიცეს იმ პირებზე, ვისაც მისი მომსახურების უნარი აქვთ. თუკი მსესხებელს რაიმე ტიპის შემოსავლები გააჩნია, ფორმალური თუ არაფორმალური, ისინი შეძლებენ სესხის აღებას. ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ დაკრედიტების ახალი წესებით, მხოლოდ მაღალშემოსავლიან პირებს შეუძლიათ იპოთეკური სესხით სარგებლობა, რაც სიმართლეს ცალსახად არ შეესაბამება. მაგალითისათვის, 60 კვადრატულიანი ბინა, 15-წლიანი იპოთეკური სესხის შეთხვევაში 2500 ლარის ყოველთვიური შემოსავლის მქონე პირსაც/ოჯახსაც შეუძლია რომ შეიძინოს, მათ შორის ისეთ შემთხვევაში, როდესაც ოჯახის წევრების, მაგალითად მეუღლეების ჯამური შემოსავლები 2500 ლარს შეადგენს. ამასთან, ბინის შეძენა შესაძლებელია როგორც საცხოვრებლად, ასევე სამომავლო გაქირავებისთვის. უფრო მცირე ზომის ბინის შეძენას ნაკლები შემოსავლის მქონე პირიც/ოჯახიც შეძლებს.
აღსანიშნავია, რომ ლარის სესხების გაცემის კუთხით არსებული მოთხოვნები, რომელიც დაკრედიტების ახალი წესებით არის განსაზღვრული, დიდწილად თანხვედრაშია კომერციულ ბანკებში არსებულ შიდა მოთხოვნებთან.