თბილისი (BPI) – ინფრასტრუქტურის მინისტრი პარლამენტარებს ბიუჯეტის ათვისებას წლის პირველივე ნახევარში ვერ ჰპირდება. პარლამენტში მან განაცხადა, რომ არათანაბარზომიერი ხარჯვის გამო სამინისტროს მუდმივად აკრიტიკებენ და 2019 წელიც არ იქნება გამონაკლისი.
სამუშაოები სახელშეკრულებო დოკუმენტაციით არის გაწერილი. I,II კვარტალში გზების მშენებლობის დაფინანსების 8%-ის ათვისება , III-ში 21%-ით ხარჯვაა გათვალისწინებული.
813 მლნ-ია მხოლოდ საერთაშორისო მნიშვნელობის გზებისთვის, 2019 წელს სარეაბილიტაციოა 299 კმ, 2018 წელს იყო 218 კმ. მინისტრმა მთის გზების შარშან ჩავარდნილ მშენებლობაზეც განაცხადა, რაც საპროექტო სამუშაოების გადავადებით ახსნა.
ჩქაროსნული გზისმშენებლობისთვის ( 227 კმ) 5 მლრდ -ია გათვალისწინებული, რაც 2021 წელს უნდა დასრულდეს. მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყება 81 კმ მონაკვეთზე.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა ქვეშეთი -კობის მისასვლელთან გვირაბის მშენებლობის შეჩერებული პროექტის სტანდარტების შეცვლაზე განაცხადა. ტენდერში ტექნიკური მოთხოვნები 4 მონაწილიდან ვერცერთმა კონკურსანტმა ვერ დააკმაყოფილა და დააკორექტირეს. როგორც მინისტრმა თქვა, ახლა უფრო მეტ კომნპანიას შეეძლება მონაწილეობა. ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება.
ასევე განმეორებით ცხადდება რიკოთის გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ტენდერი. იაპონიის დაფინანსებულ პროექტზე, სადაც გარკვეული დათქმა იყო. პირობა 2 კომპანიის გარდა სხვების მონაწილეობას ზღუდავდა. მისი თქმით, ექსკლუზიურმა მონაწილეებმა საპროექტო ღირებულებაზე 400 მლნ-ით მეტი მოითხოვეს, რაც სესხის თანხასაც აღემატებოდა.
წელს პირველად შემოდის დაგებულ გზებზე უსაფრთხოების დაფინანსება. სტიქიის პრევენცია. ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის 20 მლნ-იანი დაფინანსებაა გათვალისწინებული მუდმივ საშიშ ზონებისთვის, როგორიცაა შავი ღელე, ფშაველი-აბანოს და სხვა მონაკვეთები.