ინფლაცია მცირდება, თუმცა მაღალი სასაქონლო ფასებისა და ძლიერი ადგილობრივი მოთხოვნის გამო კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება – სსფ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) დირექტორთა საბჭომ საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement (SBA)) პირველი მიმოხილვა დაასრულა. შედეგად, საქართველოსთვის ხელმისაწვდომია 30 მლნ SDR (დაახლოებით 40 მილიონი აშშ დოლარი). ქვეყნის ხელისუფლება პროგრამას კვლავ პრევენციულ დატვირთვას ანიჭებს. (ე.ი. თანხის სესხებას ამ ეტაპზე არ გეგმავს). 2022 წელს 10 პროცენტიან, ძლიერ ეკონომიკურ ზრდას ველით. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმართული ომით გამწვეული ნეგატიური გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ადრე ნავარაუდევზე ნაკლები აღმოჩნდა, ტურიზმიდან შემოსავლები მზარდია, ომით გამოწვეული მიგრაციული ნაკადები და ფინანსური შემოდინებები მაღალია, ასევე მზარდია სატრანზიტო ვაჭრობა საქართველოს გავლით. ამ მოვლენებმა ფისკალური შემოსავლების და რეზერვების დაგროვებას შეუწყო ხელი. ინფლაცია მცირდება, თუმცა კვლავ მაღალ მაჩვენებელზე, დაახლოებით 10½ პროცენტზე ნარჩუნდება, მაღალი სასაქონლო ფასების და ძლიერი ადგილობრივი მოთხოვნის გამო.

2023 წელს ეკონომიკის ზრდის ტემპისა და ინფლაციის კლებას ველით. გლობალური ვაჭრობის შენელება და ფინანსური პირობების გამკაცრება საქართველოს ეკონომიკის ზრდაზეც აისახება, რაც საქონლის გლობალური ფასების კლებასთან, ლარის ბოლოდროინდელი გამყარებასთან და საკმარისად მკაცრ მონეტარულ პოლიტიკასთან ერთად, ინფლაციის შემცირებას ხელს შეუწყობს. ეკონომიკის პერსპექტივაზე მოქმედი გაურკვევლობა და რისკები მაღალ დონეზე ნარჩუნდება.

დირექტორთა საბჭოს განხილის შემდეგ ქალბატონმა ანტოინეტა ემ სეიემ (Antoinette M. Sayeh) მმართველი დირექტორის მოადგილემ და სხდომის თავმჯდომარემ, განაცხადა შემდეგი:

“2022 წელს საქართველოს ეკონომიკამ სიძლიერე გამოავლინა. რუსეთის მიერ უკრაინაში წარმართული ომის ნეგატიური გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა. ქვეყნის ხელისუფლებამ პოზიტიური ტენდენციები ფისკალური და საგარეო ბუფერების შესავსებად მართებულად გამოიყენა. ქვეყნის ხელისუფლებამ პროგრამის ყველა პირობა დააკმაყოფილა. მაღალი გაურკვევლობის და რისკების კონტექტში მაკროეკონომიკური სტაბილურობის განსამტკიცებლად აუცილებელია გონივრული პოლიტიკის გაგრძელება.

ხელისუფლებამ წელს მაღალი საბიუჯეტო შემოსულობები დეფიციტის შემცირებაზე მიმართა და ფისკალური წესის მოთხოვნის შესასრულებლად 2023 წელს ბიუჯეტის დეფიციტის შედგომი შემცირებას გეგმავს. ფისკალური რესურსის (სივრცის) გასაზრდელად და პრიორიტეტული ხარჯების გასაწევად და კაპიტალური ხარჯების ხარისხის გასაუმჯობესებლად, მნიშვნელოვანია საგადასახადო დანახარჯების (საგადასახადო შეღავათების) შემცირება, საგადასახდო ადმინისტრირების და საჯარო ინვესტიციების მართვის გაუმჯობესება. ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი სამუშაოები შეასრულა სახელმწიფო საწარმოთა მმართველობითი რეფორმის და განახლებადი ენერგიის რეფორმის მიმართულებით. ეს რეფორმები მნიშვნელოვანია ფისკალური რისკების შესამცირებლად.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წელს ეკონომიკის პოზიტიური ტენდენციები მართებულად გამოიყენა საერთაშორისო რეზერვების პროგრამით ნავარაუდევ ტემპზე უფრო სწრაფად დასაგროვებლად. ინფლაციის შესამცირებლად საჭირო იქნება საკმარისად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება და იმ შემთხევაში, თუ ინფლაცია მაღალ დონეზე შენარჩუნდება, პოლიტიკის გამტარებლები მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო მეტად გამკაცრებისთვისაც უნდა იყვნენ მზად. გაცვლითი კურსის მოქნილობისა და რეზერვების გონივრული დაგროვების პოლიტიკის გაგრძელება საგარეო შოკების მიმართ საქართველოს მდგრადობას კიდევ უფრო გაზრდის.

სტრუქტურული რეფორმების გეგმის შემდეგი განხორციელება ძლიერი და ინკლუზირი ზრდის უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს. აუცილებელია კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება ბიზნეს გარემოს და მმართველობის გაძლიერებით. ხელისუფლების გეგმა განათლების რეფორმის და სასწავლო პროგრამების მიმართულებით შეამცირებს უმუშევრობას და გაზრდის ინკლუზიურობას. აქვე, ინფრასტრუქტურული პროექტებს შორის პრორიტეტების განსაზღვრა მნიშვნელოვანი იქნება”.

 

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …