“ინტერ რაომ” საქართველოს საარბიტრაჟო დავა მოუგო

რუსულმა ენერგეტიკულმა კომპანია “ინტერ რაომ” საქართველოს საარბიტრაჟო დავა მოუგო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. სტოკჰოლმის არბიტრაჟმა ქართულ მხარეს რუსული კომპანიისთვის 80 მლნ დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

ცნობილია, რომ საჩივარი “ინტერ რაოს: შვილობილმა კომპანიებმა შეიტანეს, რომლებიც საქართველოში თბილისის ენერგოგამანაწილებელ ქსელს და ელექტროსადგურებს „ხარმიჰესს“ და „ხარმიჰესი-2“-ს ფლობენ.

დავის შინაარსი საკურსო სხვაობით მიყენებულ ზარალს უკავშირდება. კომპანია დავობდა, რომ საქართველოში მისი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფში უნდა ასახულიყო ვალუტის გაუფასურებით მიყენებული ზარალიც. თუმცა, საქართველოს სატარიფო მეთოდოლოგია მსგავს ჩანაწერს არ ითვალისიწნებს, რის გამოც შესაბამისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

შემთხვევითი სიახლე

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 77 ხმით „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა. ცვლილების თანახმად, საგადასახადო ორგანოს, მის …