ინტერვენციებმა ლარი 4,22 თეთრით გაამყარა

თბილისი (BPI) – ლარმა ეროვნული ბანკის ჩარევის შემდეგ გამყარება დაიწყო.

1 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9296 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 4.22 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.2328 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.3127 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 7.99 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5252 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 3.5463 ლარი ეღირება.

შემთხვევითი სიახლე

მარიამ ქვრივიშვილმა ევროკავშირის მიერ ორგანიზებულ ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის და დაკავშირებადობის საინვესტიციო ფორუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის და დაკავშირებადობის საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობს, …