ინვესტორების დაინტერესების კუთხით საქართველო მე-13 ადგილს იკავებს მსხვილ საერთაშორისო ეკონომიკებს შორის – ბლუმბერგი

მსოფლიოში წამყვანი მედია და ანალიტიკური ჯგუფი Bloomberg Media კვლევას აქვეყნებს, რომელიც აერთიანებს საქართველოს წამყვანი საინვესტიციო სექტორების, მდგრადი ეკონომიკური მდგომარეობის, კვალიფიციურ მუშახელზე წვდომის, მთავრობის მიერ უცხოელი ინვესტორებისთვის დაწესებული შეღავათების, გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის საკითხების მიმოხილვას.
კვლევაში 15 ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, იაპონიის, ჩინეთის, ნიდერლანდების, ესპანეთის, სინგაპურის, გერმანიის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების 3 351 წამყვანი კომპანიის დირექტორი მონაწილეობდა, რომლებიც თავიანთი კომპანიების პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრატეგიას განსაზღვრავენ.
Bloomberg Media Studio-ს კვლევით, საქართველო პოპულარული საინვესტიციო მიმართულებაა და ინვესტორების დაინტერესების კუთხით მე-13 ადგილს იკავებს ისეთ მსხვილ საერთაშორისო ეკონომიკებს შორის, როგორიცაა აშშ, ჩინეთი და დიდი ბრიტანეთი.
ამავე კვლევის მიხედვით, 400-ზე მეტი წამყვანი საერთაშორისო ინვესტორი განიხილავს საქართველოში ინვესტირებას უახლოესი სამი წლის განმავლობაში. დაინტერესებული ინვესტორების 70% ოპტიმისტურად არის განწყობილი ეკონომიკის მიმართ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება გლობალურ საშუალო მაჩვენებელს – 55%-ს.
კვლევით დასტურდება, რომ ინვესტორების 44%, რომლებიც გეგმავენ ინვესტირებას საქართველოში, „ძალიან კარგად იცნობენ” ქვეყნის ძლიერ მხარეებს, მათ შორისაა ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა, ხელმისაწვდომი მწვანე ენერგია და გამოცდილი და კონკურენტუნარიანი მუშახელი, რომელთა ხელმისაწვდომობა 5%-ით აღემატება გლობალურ მაჩვენებელს. მათი 23% ცალკეული პროექტისთვის 100-200 მილიონამდე დოლარს განიხილავს.
„საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა და უპირატესობები განსაკუთრებულ შესაძლებლობებს აძლევს ინვესტორებს, რამაც განაპირობა საქართველოში საერთაშორისო კომპანიების შემოსვლა. მათ შორის Fortune 500 ბრენდები და ისეთი ცნობილი კომპანიები, როგორებიცაა Concentrix, Majorel, EPAM, Viber და Godel Technologies”, – ნათქვამია „ბლუმბერგის” კვლევაში.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …