თბილისი (BPI) – უკიდურესად დათრგუნული ვარ… არ უნდა დაემსგავსო შენზე უარესს… დღეს პარლამენტის ინსტიტუციას გადაურბინეს, – მელიასთვის იმუნიტეტის 91 ხმით შეჩერების შემდეგ, უმრავლესობას რამდენიმე დეპუტატი დატოვებს, მათ შორისაა რომან კაკულია, რომელმაც კენჭისყრამდე დარბაზიდან გასული კოლეგებისგან განსხვავებით 6 მოწმის ჩვენება ეჭვქვეშ არ დააყენა, რეგისტრაციაც გაიარა თუმცა ხმა არ მისცა. ასევე ხმა არ მისცეს ბექა ოდიშარიამ, მარიამ ჯაშმა და მირიან წიკლაურმა.
იმუნიტეტის მოხსნის საკითხი პარლამენტში პროკურატურის შუამდგომლობით დადგა, რომ მას პატიმრობა შეეფარდოს, 21 ივნისის ინციდენტის ორგანიზებისთვის.
“მე მაქვს ზეიმი, თქვენ პანაშვიდი, მე თავისუფალი ვარ, თქვენ უხერხულ მორჩილებაში”, – განაცხადა ნიკა მელიამ, რომელიც იმუნიტეტს მხოლოდ იმ შემთხვევაში აღიდგენს, თუ სასამართლო გამართლების შემდეგ უშუამდგომლებს. პროცედურა მისთვის კომპენსაციას არ ითვალისწინებს. დაკავების მომენტიდან გაირიცხება კანონმდებელთა სიიდან. 40 წლის პოლიტიკოსის ქონება (დეკლარაციით) მოკრძალებულია. წლიური შემოსავალია დეპუტატის ხელფასი – ₾60 434.
ნიკა მელიამ ნაციონალური მორაობის ყოფილი ლიდერის პალიკო კუბლაშვილის ჩართულობაზეც განაცხადა, რომელმაც შუამავლობა არ უარყო, მაგრამ თქვა რომ ამით სიტუაცია განმუხტა. მელია 20 ივნისის ღამეს სხდომათა დარბაზში იყო და გარეთ არ აპირებდა გასვლას, როცა პარლამენტიდან გამოაგდეს ჟურნალისტებთან ერთად. მისი თქმით, განცხადებიდან 2 სთ-ში მასთან შუამავლად პოლიტიკოსი პალიკო კუბლაშვილი მივიდა და გახარია/ბახტაძის მასთან შეხვედრის სურვილზე შეატყობინა
„კუბლაშვილი, რომელიც იმ დროს აღმოჩნდა პარლამენტის შენობაში, როდესაც ჩვენ გვარბევდნენ გახარიასთან ერთად. ეს ადამიანი იცით, რომ იყო ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრი და დღეს არის “ქართულ ოცნებაში”.