ივნისში ინფლაცია გამინუსდა

თბილისი (BPI) – ივნისში მაისთან შედარებით ინფლაციის დონე მინუსებში გამოისახა. 1%-იანი დეფლაცია წლის ტრენდზე აისახება.

ივნისში წლიური ინლაცია 4.3%-ია.

“საქსტატის” მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.5%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.94%-ული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია თევზეულზე (13.3%), ბოსტნეული და ბაღჩეული (11.9%), პური და პურპროდუქტები (11.7%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (6.4%), რძე, ყველი და კვერცხი (6.1%), მინერალური და წყაროს წყალი (4.3%), ასევე შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (4.2%). ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-11.6%).

ფასები 20,1%-ით გაიზარდა თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელზე, რაც 1.33%-ული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. აქედან თამბაქოს ნაწარმი 42.7%-ით არის გაძვირებული.

გაძვირდა ასევე ტრანსპორტის მომსახურება 3.2%-ით, რაც 0.4%-ული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.9%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.1%);

დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 5%-ით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.29%-ული პუნქტი შეადგინა.

ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (6.5%);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 2.9%-ით, რაც 0.24%-ული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში.

ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (4%), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (2.9%) და საავადმყოფოების მომსახურება (1.7%).

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …