ივლისში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა

თბილისი (BPI) – 2019 წლის ივლისში საქართველოში 1,099,474 საერთაშორისო  მოგზაურის ვიზიტი შედგა.  ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +5.8%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ  570,482 შეადგინა, რაც 5,505 -ით მეტია 2018 წლის ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა +1%).

ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+13.1%), რუსეთიდან       (-6.4%), თურქეთი  (+9.6%) და სომხეთი (+3.2%) შედგა.  

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გერმანია +33.7%, საფრანგეთი +29.6%, ლიტვა +20%, ლატვია +17.4%, პოლონეთი +15.7%,  და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ქუვეითი +58.1%, ჩინეთი +55.6%, უზბეკეთი +50.9%, საუდის არაბეთი +42.1%, კორეა +38.9%, ყაზახეთი +28,5% და სხვა.

  ქვეყანა 2018: ივლისი 2019: ივლისი ცვლილება ცვლილება %
1 აზერბაიჯანი 155,218 175,499 20,281 13.1%
2 რუსეთი 169,857 159,063 -10,794 -6.4%
3 თურქეთი 142,452 156,136 13,684 9.6%
4 სომხეთი 137,278 141,663 4,385 3.2%
5 საქართველო 38,334 40,340 2,006 5.2%
6 უკრაინა 21,337 25,221 3,884 18.2%
7 საუდის არაბეთი 16,025 22,775 6,750 42.1%
8 ისრაელი 19,648 22,687 3,039 15.5%
9 ირანი 34,290 13,437 -20,853 -60.8%
10 ყაზახეთი 10,219 13,129 2,910 28.5%

2019 წლის იანვარ-ივლისის  პერიოდში საქართველოში 4,961,918 საერთაშორისო  მოგზაურების ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.8%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ  2,697,624 შეადგინა, რაც 198,873-ით მეტია 2018 წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა +8%).

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტი რუსეთიდან (+22.1%), აზერბაიჯანიდან (+5.6%), სომხეთიდან (+2.9%) და თურქეთიდან (-0.3%) შედგა.  

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გერმანია +40.7%, ლატვია +31.6%, პოლონეთი +26.9%, გაერთიანებული სამეფო +24.6%, საფრანგეთი +25.5%, და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ტაჯიკეთი +242.3%, უზბეკეთი +155.5%, ყირგიზეთი +102.3%, ჩინეთი +52.8%, საუდის არაბეთი +52.6%, ყაზახეთი +54% და სხვა.

  ქვეყანა 2018: იანვარიივლისი 2019: იანვარიივლისი ცვლილება ცვლილება %
1 რუსეთი 696,833 850,650 153,817 22.1%
2 აზერბაიჯანი 755,603 798,216 42,613 5.6%
3 სომხეთი 653,540 672,657 19,117 2.9%
4 თურქეთი 657,540 655,768 -1,772 -0.3%
5 საქართველო 265,101 270,116 5,015 1.9%
6 უკრაინა 94,473 108,032 13,559 14.4%
7 ისრაელი 79,709 99,812 20,103 25.2%
8 ირანი 179,449 74,784 -104,665 -58.3%
9 ყაზახეთი 30,124 46,401 16,277 54.0%
10 გერმანია 31,121 43,800 12,679 40.7%

ტურიზმი, ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი

წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 1.5 მილიარდ დოლარს (ზრდა +7%), რაც 95 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2019 წლის I კვარტალში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 578 მილიონ დოლარს (ზრდა +5%), რაც 28 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2019 წლის I კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.1%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +14.9%-ია.

2018 წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 3.2 მილიარდ დოლარს (ზრდა +19.1%), რაც 518 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის მონაცემებით შეადგენს 7.6%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +21.5%-ია.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …