ივლისში ექსპორტის რეკორდული მოცულობა, 540 მილიონი დოლარი დაფიქსირდა – ირაკლი ღარიბაშვილი

ივლისში ექსპორტის რეკორდული მოცულობა, 540 მილიონი დოლარი დაფიქსირდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ქვეყანას თითქმის 40%-იანი ზრდა აქვს ექსპორტში.

 

„ივლისში ექსპორტის რეკორდული მოცულობა, 540 მილიონი დოლარი დაფიქსირდა. ჩვენ თუ შევადარებთ წინა წელს, თითქმის 40%-იანი ზრდა გვაქვს ექსპორტში. ასევე მინდა ვთქვა, რომ ექსპორტის აღნიშნული მაჩვენებელი რეკორდულია როგორც წინა წლის ივლისის, ასევე, სხვა თვეებთან შედარებით. ჯამურად, იანვარ-ივლისში ექსპორტი გაიზარდა თითქმის 37%-ით და 3 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა. ასევე გვაქვს ზრდა იმპორტში და ჯამურად, იანვარ-ივლისში სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა თითქმის 10 მილიარდ 200 მილიონი ამერიკული დოლარი, რაც წინა წლებთან შედარებით დაახლოებით 35%-თ მეტია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

შემთხვევითი სიახლე

რუსეთიდან გასულმა კოკა-კოლამ, ქვეყანაში ბოთლის სახით სავაჭრო ნიშანი გაახანგრძლივა

ამერიკული გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელმა Coca-Cola Company-მ რუსეთში თავისი საფირმო შუშის ბოთლის სავაჭრო ნიშნის უფლებები გაახანგრძლივა. …