ივლისიდან ბაქოდან ბათუმის მიმართულებით ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა განახლდება

თბილისი (BPI) – ტურისტულ სეზონზე ბაქოდან ბათუმის მიმართულებით ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის პროცესი განახლდება. 

ბაქოს საერთაშორისო ავტოსადგურში განმარტავენ, რომ რეისების განახლება ივლისიდან იგეგმება და რეისები კვირაში 3-ჯერ, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს განხორციელდება, ხოლო ბათუმიდან ბაქოს მიმართულებით ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას.

ცნობისათვის, ბაქოდან ავტოსადგურიდან ორშაბათს გამოსული ავტობუსი ბათუმში მეორე დღეს, ანუ სამშაბათს 10:00 საათზე იქნება, ხოლო ბათუმიდან რეისს ოთხშაბათს განახორციელებს და ბაქოში ხუთშაბათს ადგილობრივი დროით 10:00 საათზე იქნება. ბილეთის ფასი (ერთი გზა) 40 მანათი იქნება.

5 წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა, ხოლო 5-დან 10 წლამდე ბავშვები ბილეთებზე 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ.

შემთხვევითი სიახლე

2025 წლის მონაცემებით, ფოთის პორტში ყველაზე მეტი კონტეინერი მაისში დამუშავდა

2025 წლის იანვრიდან დღემდე, ეიპიემ ტერმინალს ფოთმა მაისის თვეში ყველაზე მეტი, 58 629 TEU კონტეინერი დაამუშავა. …