იანვარ-სექტემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 22.3%-ით მეტი გაიზარდა

2021 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 009.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.3 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 2 981.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (24.0 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 7 028.4 მლნ. აშშ დოლარს (21.6 პროცენტით მეტია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2021 წლის იანვარსექტემბერში, 4 047.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4 პროცენტია.

2021 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 67.2 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 247.5 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (718.8 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (599.9 მლნ. აშშ დოლარი).

2021 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 480.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 145.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (1 078.2 მლნ. აშშ დოლარი).

2021 წლის იანვარ-სექტემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 571.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 19.2 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 338.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 316.5 მლნ. აშშ დოლარით (10.6 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2021 წლის იანვარ-სექტემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 632.5 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.0 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 576.3 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 530.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.5 პროცენტი).

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …