იანვარ-აპრილში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 582 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2022 წლის იანვრი-აპრილის თვის შემოსავლების სტატისტიკას აქვეყნებს. 4 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 582 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 68.9%  აღდგენაა. 2021 წლის იანვრი-აპრილის თვესთან  შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია    478,886,422   (+463.1%)  აშშ დოლარით.

რაც შეეხება 2022 წლის აპრილის თვეს. ერთ თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა  188,588,938 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 70.6%  აღდგენაა. 2021 წლის აპრილის თვესთან  შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია    138,729,246   (+278.2%)  აშშ დოლარით.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …