2022 წლის იანვარში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 331.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 47.6 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
“საქსტატის” ინფორმაციით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 69.9 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 39.1 პროცენტით გაიზარდა და 231.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
2022 წლის იანვარში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 84.9 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ბულგარეთი (49.5 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (35.0 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (26.2 მლნ. აშშ დოლარი).
2022 წლის იანვარში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 66.3 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 28.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 31.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს აზოტოვანი სასუქები 17.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.6 პროცენტი).